• Ƀ/$

„შენი სახლი ჯიქიაზე“ მხარდაჭერის მარათონში

9 აპრილი 11:43 | მედია ბიზნესისთვის - M2B

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მოქალაქეებიც აქტიურად არიან ჩართული.

#დარჩისახლში კამპანიისა და საყოველთაო კარანტინის პირობებში მოქალაქეებმა და კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს, რითაც, თუნდაც მცირედით, შეეცადნენ პანდემიასთან მებრძოლ ადამიანებს დახმარებოდნენ, ან თანადგომის ნიშნად სასიამოვნო საჩუქრები მიეძღვნათ.


„ლისი ვერანდის“ მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ 112-ის თანამშრომლებისთვის სურპრიზი მოეწყოთ და სადილით გამასპინძლებოდნენ. ხოლო, მოგვიანებით ეს წამოწყება თეონა ბაღათურიამ („ლისი ვერანდის“ მაცხოვრებელი) სოციალური ქსელის გამოყენებით გამოწვევად (ე.წ. challange) აქცია და სხვებსაც მოუწოდა ჩართულიყვნენ მარათონში.


გამოწვევა კომპანიამ „შენი სახლი ჯიქიაზე“ და მაცხოვრებლებმა მიიღეს – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს და ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის გემრიელი სადილი შეუკვეთეს. 


„ჩვენ, უდიდესი მადლიერების ნიშნად, გავუგზავნეთ სადილი ლუგარის ლაბორატორიისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს – ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში“, – აცხადებენ კომპანიაში „შენი სახლი ჯიქიაზე“.


კომპანია „შენი სახლი ჯიქიაზე“ მის მაცხოვრებლებთან ერთად გამოწვევას კომპანია „დომუსს“ და მის მოსახლეობას უგზავნიან. და ამჯერად, გამოწვევაა გემრიელი სადილით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების გაუმასპინძლება.


„ვფიქრობთ, ძალიან კარგი წამოწყებაა და ასეთ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ მხარში დავუდგეთ და, ვისაც როგორ შეგვიძლია, წავახალისოთ ჩვენი საამაყო ექიმები“, – ამბობენ კომპანიაში.


„ერთად ყველაფერს შევძლებთ! სიკეთე გადამდებია!“, – აცხადებენ კომპანიაში „შენი სახლი ჯიქიაზე“.


#StopCovid19 #მადლობაჩვენსექიმებს #დარჩისახლში #შენისახლიჯიქიაზე


სხვა სიახლეები