• Ƀ/$

რა უნდა იცოდეს ქალმა პირველ სექსამდე

1 მაისი 21:24 | INTERNET დაიჯესტი

თუ თვლით, რომ თქვენს ცხოვრებაში უკვე დადგა სქესობრივი ურთიერთობის დრო, აუცილებლად ჰკითხეთ საკუთარ თავს:

1. რატომ უნდა თქვენთან სექსი? - თუ თავდავიწყებით ხართ შეყვარებული, რა თქმა უნდა, ფიქრობთ, რომ მას ამით ურთიერთობის გამყარება უნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ არის. დაფიქრდით, ხომ არ სარგებლობს ის სიტუაციით, თქვენი გრძნობებით და მხოლოდ ამის შემდეგ დაკავდით მასთან სექსით. ნუ მისცემთ უფლებას, გული გატკინოთ.

2. ბოლომდე ენდობით მას? - ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანებს შორის. სქესობრივი ურთიერთობაც ერთგვარად პარტნიორების ნდობაზეა დამოკიდებული. ანდობთ მას საკუთარ თავს ? - დარწმუნდით ამაში, სანამ ინტიმური ურთიერთობით დაკავდებით.

3. ხომ არ გაქვთ რომელიმე თქვენგანს სექსუალური გზით გადამდები ინფექციური დაავადება? - არავის სურს საყვარელ ადამიანს ინფექციური დაავადება გადასდოს, თუმცა სამწუხაროდ, ეს ხშირად ხდება. ამიტომ, იყავით მასთან გულწრფელები და გახსნილები, ნუ დაუმალავთ, რომ ინფექციური დაავადება გაქვთ, სანამ მასთან სექსი გექნებათ. ასევე, მოითხოვეთ მისგანაც გულწრფელობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მძიმე და რთული საკითხია, მაგრამ სჯობს თავიდანვე იცოდეთ ყველაფერი და ერთად იპოვოთ გამოსავალი.

4. რას გააკეთებთ სექსის შემდეგ? - თქვენ იმედოვნებთ, რომ სექსის შემდეგ თქვენი ურთიერთობა გაგრძელდება? უნდა იცოდეთ რას გააკეთებთ სექსის შემდეგ, სად წახვალთ საყვარელ ადამიანთან ერთად, როგორ გაგრძელდება თქვენი ცხოვრება. შეიძლება თქვენი პარტნიორი სხვა პლანეტაზეა, უბრალოდ ერთობა თქვენით და გრძელვადიანი ურთიერთობა მის გეგმებში არ შედის. ამიტომ, სანამ მასთან სექსი გექნებათ, განჭვრიტეთ მომავალი.

5. მზად ხართ სქესობრივი ურთიერთობისთვის? - თუ გრძნობთ, რომ მზად არ ხართ სექსისთვის სჯობს, მოიცადოთ, თორემ შეიძლება ტრავმული აღმოჩნდეს. ნუ იდარდებთ იმაზე, თუ რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი ამის შესახებ. თუ მას ნამდვილად უყვარხართ, დაგელოდებათ რამდენ ხანსაც საჭიროა - სანამ ამისთვის მზად არ იქნებით.

ნუ მისცემთ ნურავის უფლებას დაკავდეს თქვენთან სექსით, სანამ მზად არ იქნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტიმური ურთიერთობის შემდეგ თავს საშინლად იგრძნობთ.

წყარო


სხვა სიახლეები