• Ƀ/$

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას განმარტავს

31 ოქტომბერი 11:02 | ფინანსები

ეროვნული ბანკი ოქტომბრის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს განმარტავს. 

ანგარიშის მიხედვით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი - რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთის 1%-ით, 8.5%-მდე ზრდა (სექტემბერშიც 1%-ით გაიზარდა) სამიზნე 3%-იანი ინფლაციამდე დაბრუნებაა. გარდა ამისა სების პროგნოზით გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ ლარიც უნდა გაამყაროს - „პროცენტის ზრდა ქვეყანაში მთლიანი ხარჯვის მოცულობას შეამცირებს, რაც, საბოლოოდ, სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდას შეანელებს. ამავდროულად, პროცენტის ზრდა ლარში დაკრედიტებას ანელებს, ლარში დაზოგვას უფრო მიმზიდველს ხდის და ინვესტორებს უბიძგებს გამოიყენონ ლარის ფასიანი ქაღალდები. ეს კი ლარზე მოთხოვნის ზრდასა და კურსის გამყარებას უწყობს ხელს.“ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.


რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის შედეგად 102 000-ზე მეტ ადამიანს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა.


მსგავს თემაზე:

102 000-ზე მეტ პირს ბოლო 2 თვეში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი მესამედ გაუძვირდა



სხვა სიახლეები