• Ƀ/$

ელექტრულ მომავალს ორი ნაბიჯი გვაშორებს

4 ნოემბერი 10:31 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილები წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ეს პროცესი შიდა წვის ძრავების განვითარების პერიოდს გვაგონებს, როდესაც 5-10 წელიწადში, განსაკუთრებით 21-ე საუკუნის დასაწყისამდე ავტომობილები ყველა თვალსაზრისით პროგრესირდა.

ახლა კი საინტერესოა, შეძლებს თუ არა ელექტროძრავი მომდევნო 5-10 წელიწადში მსოფლიოს საავტომობილო სამყაროს დაპყრობას?


ყველასთვის ცხადი და შესამჩნევია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრული მანქანების მთლიანი გაყიდვები გაორმაგდა.


თუკი წინა წელს ელექტროძრავიანი ტრანსპორტი ბაზრის საერთო რაოდენობის მხოლოდ 1% იყო, დღეს ეს მოცულობა 5%-ზე არის ასული.


ეს გამოწვეულია ელექტრული ავტომობილების სამყაროში ახალი, ცნობილი ბრენდების დაინტერესებით, რაც თავის მხრივ ამცირებს მომხმარებლის შეზღუდულ არჩევანს და არსებულ ბარიერებს.


მომდევნო წელს ბაზარზე შედის Volkswagen caddy 3, რომელიც Tesla მოდელ 3-ის კონკურენტი იქნება და მისი წლიური წარმოება 100 000 ერთეულით არის განსაზღვრული.


გარდა ამისა, კომპანია ტესლა ჩინეთში ე.წ. გიგა ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელიც ტესლას მოდელების გამოშვებას გააორმაგებს.


აღნიშვნის ღირსია ფრანგული კომპანია პეჟოს აქტიურობაც აღნიშნულ სეგმენტში, რომელიც „პეჟო 208“-ს გამოუშვებს. ელექტროძრავების ხაზზე აქტიურობს აუდი და ბეემვე. ეს უკანასკნელი ელექტროენერგიაზე მთლიანი ხაზის გადატანას გეგმავს. ელექტროავტომობილების ბაზარზე შედის „ვოლვო რივინი“ და მრავალი სხვა.


ამ ავტომობილთა უმეტესობა 2020-2021 წლებში შევა წარმოებაში. ანალიტიკოსთა ვარაუდით 2025 წლისთვის ელექტროძრავიანი ტრანსპორტის წილი საერთო რაოდენობაში შესაძლოა 25%-ზე ავიდეს.


ელექტროძრავი თავისი არსით, შიდა წვის ძრავასთან შედარებით საკმაოდ ეფექტურია. მას გააჩნია 95-97%-იანი ეფექტურობა და ამასთან, მისი სტრუქტურა საკმაოდ მარტივი და საიმედოა.


რაც შეეხება ბატარეებს, ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი სუსტი წერტილი ელექტროავტომობილში, მაგრამ არის დადებითი ნიშნებიც. მაგალითად კომპანია „ნოვა“ მომდევნო თაობებისთვის ე.წ. ლითიუმის ბატარეებს ავითარებს, რაც თავის მხრივ ამ ტიპის ძრავის მომავალს პოზიტიურობისკენ შეცვლის. საქმე ეხება მოძრაობის ხანგრძლივობას და დატენის სისწრაფეს. „ლითიუმის ბატარეა“ დღეს არსებულთან შედარებით იქნება გაცილებით გამძლე, 5-ჯერ მეტი სიმძლავრის ენერგიით და 5-ჯერ მეტი დატენვის სისწრაფით. ავტომობილებს ერთი დამუხტვით 2000–ზე მეტი კილომეტრის დაფარვა შეეძლებათ.


ეს ნიშნავს იმას, რომ 5-10 წელიწადში ელექტრომანქანები გახდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, რომელიც იქნება დღეს არსებულთან შედარებით ბევრად მსუბუქი და მეტი მანძილის დაფარვა შეეძლება.


დაბოლოს აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ელექტრომანქანების დამზადება ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი გახდება, ვიდრე ეს შიდა წვის ძრავების შემთხვევაშია. სულ მცირე ელექტროძრავის დამზადებას და მოწყობას 40%-ით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე მაგალითად ბენზინის ძრავისა და გადაცემათა კოლოფის აწყობას.



სხვა სიახლეები