• Ƀ/$

საქართველოში ტურიზმის შვეიცარიული სკოლა აპირებს შემოსვლას

ექსკლუზივი
4 ნოემბერი 14:20 | ინტერვიუ

„საქართველოსთან დაკავშირებით უამრავი გეგმა და მიზანი მაქვს, ჯერ მინდა, თქვენი ქვეყნის შესახებ უფრო მეტი რამ გავიგო“, - მაგდი ატალა, შვეიცარიის ბიზნესისა და სასტუმროს მენეჯმენტის სკოლის (BHMS) რეგიონალური დირექტორი. 

მაგდი ატალა რამდენიმედღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.


BHMS 1998 წელს დაარსდა, თუმცა მანამდე არსებობდა „ბენედიქტი“, სადაც მათი მშობლები სწავლობდნენ ამ მიმართულებებს, დაახლოებით 90 წლის წინ. სკოლის მისია ”გლობალური ლიდერების მომზადებაა”. მისი თქმით, სკოლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ გარდა იმისა, რომ სტუდენტები სრულიად ახალი, თანამედროვე განათლების მეთოდების გამოყენებით სწავლობენ თეორიულ მასალას, მათ აქვთ უფრო მეტად პრაქტიკული დავალებები და სამუშაო და სკოლის დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტის დასაქმებაზე თავად სკოლა ზრუნავს.


რეგიონალური დირექტორის თქმით, სკოლა მთელ მსოფლიოში ოპერირებს, აერთიანებენ 95 ეროვნებას და იმედოვნებენ, რომ სულ მალე მათი რიცხვი გაიზრდება და ასევე შეემატება საქართველოც.


მაგდი ატალას სკოლისა და სამომავლო გეგმების შესახებ M2B-ს ჟურნალისტი ესაუბრა.


– საქართველოს უკვე კარგად იცნობთ. რა პოტენციალს ხედავთ აქ ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის?


– საქართველოში აქამდე რამდენჯერმე ვიყავი, თქვენს ქვეყანას აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი ბუნებრივი და კულტურული სიმდიდრის გამო. ტურიზმი აქ ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და ვფიქრობ, რომ საქართველო მომავალი 20 წლის განმავლობაში კარგი და ძლიერი რეპუტაციის მქონე ტურისტული მიმართულება იქნება.


– რა სტრატეგია უნდა შეარჩიოს ტურიზმის განვითარებისთვის საქართველომ, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისთვის?


– მე ვხედავ, რომ საქართველო აგრესიულად აპირებს ტურიზმში ინვესტიციის მოზიდვას, რაც ამ დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიუხედავად, ეს ტურიზმის განვითარების მხოლოდ „აპარატურაა“. მეორე ნაწილი ტურიზმის განვითარების პროგრამული უზრუნველყოფაა, რაც წარმოადგენს სერვისის სტანდარტების განახლებას, წინა ხაზზე თანამშრომელთა ტრენინგისა და მომხმარებელთა მომსახურების წამოწევას. სამწუხაროდ, ეს არის ტურიზმის განვითარების დავიწყებული ნაწილი და ავტომატურად არ ხდება ტექნიკის დამუშავება, თუ არ მიიღება რამდენიმე რადიკალური ნაბიჯი და სტრატეგია მომსახურების ხარისხის შესასრულებლად. საქართველო ტურიზმის მიმართულებით ვითარდება, თუმცა შესამუშავებელი გაქვთ გეგმა, თუ როგორ დახვეწოთ მომსახურების სფეროები, ვფიქრობ, ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაო გაქვთ, თუმცა იმდენად ნიჭიერი ერი ხართ, დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევასაც დაძლევთ.


– საქართველოში ტურისტები მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან, მათ შორის ისეთი შორეული ქვეყნიდან, როგორიც იაპონიაა. თუმცა ამ მხრივ ახლო საზღვარგეთი, განსაკუთრებულით რუსეთი დომინირებს. ტურისტები, ისევე როგორც ენერგორესურსები, კრემლმა პოლიტიკურ იარაღად აქცია და ის გასულ ზაფხულს საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენა. იგივე გააკეთეს რამდენიმე წლის წინ თურქეთთან და ეგვიპტესთან მიმართებაშიც. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეტად დივერსიფიცირებული გახდეს ტურიზმი?


– ეს არაჩვეულებრივი კითხვაა და მადლობა თქვენ ამისთვის, ეს დიდი და ვრცელი საკითხია,  ეს ამბავი კვლავაც შეასრულებს თავის როლს, რამდენადაც საქართველო დღესდღეობით პოლიტიკურ ასპარეზზე იმყოფება. ტურიზმი, თუმცა მომგებიანი, საშინელი ბიზნესია და მოთხოვნა შეიძლება გაქრეს რამდენიმე დღეში, თუ რაიმე უარყოფითი ამბავი გამოვა დანიშნულების ადგილიდან მის შესახებ. დივერსიფიკაცია ბაზარზე არის გრძელვადიანი პროცესი და უნდა დაიწყოს აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით ერთნაირად და ერთდროულად. საქართველომ უნდა შექმნას  პრიორიტეტული ბაზრები და გაცნობიერებული ნაბიჯებით მიუახლოვდეს ამ ახალი ადგილების (ბაზრების) ათვისებას (პრიორიტეტული ბაზრებისკენ), შემდეგ კი აუცილებლად გადახვალთ  უფრო რთულ და მოთხოვნად ბაზრებზე, მაგალითად,  დასავლეთ ევროპის ბაზარზე. რაც შეეხება, რუსეთის მიერ გადადგმულ რამდენიმე ნაბიჯს, ვფიქრობ, ეს თქვენთვის კარგი ამბავიც შეიძლება ყოფილიყო იმისთვის, რომ იფიქროთ არამხოლოდ რუს და მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე, არამედ გააფართოვოთ თქვენი მიმართულებები და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა დააინტერესოთ თქვენი კულტურითა და ტრადიციებით. მთელ მსოფლიოში ტრადიციები და ტრადიცილი თემები არის წინ წამოწეული, საქართველოში კი ეს ბუნებრივად არის, ეს არის ადგილი, სადა შეგიძლია უამრავი რამ შექმნა.


– ტურისტების მომსახურების მაღალი დონით საქართველო ჯერ ვერ დაიკვეხნის. რა რეკომენდაციებს გაუწევდით საქართველოში ტურიზმის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებს?


– ქართველებს მასპინძლობის ბიზნესში უდიდესი წარმატების მიღწევის შანსი აქვთ იმის გამო, რომ ხალხი ძალიან თბილი, მომღიმარია, სტუმარ-მასპინძლობის თქვენებური წესები გაქვთ, რომლებიც სიყვარულით არის. ზოგადად, საქართველოში მომსახურების სფერო ნორმალურია ქართველების მეგობრული და თბილი ხასიათის გამო. ამის მიუხედავად, რაც არ მენატრება აქ არის "სტანდარტები", რომელსაც ბრენდის სასტუმროდან ვიღებთ. ეს შეუსაბამობა უნდა გაქრეს, თუ სერიოზულად აპირებთ დივერსიფიცირებული ბაზრის მოზიდვას. მაგალითად, თუ შვეიცარიაში მოგზაურობთ, ვერასდროს შეამჩნევთ მომსახურების განსხვავებას ბრენდისა და არაბრენდულ სასტუმროს შორის, შესაბამისად, მოგზაურები არასდროს ეძებენ ბრენდის სასტუმროებს. იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილობრივი სტანდარტები, რაც ექვივალენტია და ზოგჯერ აღემატება კიდეც ქსელური სასტუმროების სტანდარტებს, თქვენც ასევე უნდა ჩამოყალიბდებთ, რომელი უფრო თქვენი კულტურის ნაწილი იქნება და იმის მიხედვით იმოქმედოთ.


– რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში თქვენი სკოლის ფილიალის გახსნა?


– საქართველოში ბევრად უფრო დიდი დაინტერესებაა თუნდაც მოკლე ვადიან ტრენინგებსა და კურსებზე ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში. თბილისში და რეგიონებში საკმაოდ ბევრი სასტუმროა, რომელთა უმეტესობას ელემენტარული პირობებიც კი არ შეუქმნიათ. ამ სეგმენტის ბევრმა ადამიანმა უნდა ისწავლოს, როგორ განავითაროს საკუთარი სასტუმროს ბიზნესი. ჩვენ მზად ვართ, ჩამოვიდეთ საქართველოში და გავუშვათ პროფესიული და მოკლე ტრენინგი, რომ გავაუმჯობესოთ მათი სერვისი რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში. აქ მთავარი ის არის, რომ ისინი ტრენინგის მსვლელობაში რწმუნდებიან, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. სხვა საკითხია მაღალი ბრუნვა ჩვენს ინდუსტრიაში, რითაც ისინი თავს არიდებენ ინვესტიციებს თავიანთი თანამშრომლების მომზადებაში. ჩვენი მთავარი სამიზნე სეგმენტია იმ სასტუმროს მეპატრონეებისა და მეწარმეების შვილები, რომელთაც სწამთ ამ ინდუსტრიის შესაძლებლობები საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთვის ქართველი კურსდამთავრებულის იდეალური გზაა, გლობალური დამსაქმებელთა ქსელის მეშვეობით, 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მიიღოს უცხოეთში, რათა დასავლეთის სტანდარტი აითვისოს საქართველოში დაბრუნებამდე და გამოიყენონ ის, რაც მათ საზღვარგარეთ ისწავლეს.


- და მაინც, როგორ მოგწონთ ქართული კულტურა, სამზარეულო, ღვინო და სტუმარ–მასპინძლობა ისეთი, როგორიც დღეს არის?


– სიგიჟემდე ვარ შეყვარებული ქართულ სამზარეულოზე და თბილისიდან ყოველთვის 4-5 კილოგრამით მეტი ვბრუნდები შვეიცარიაში, ვიდრე აქ ჩამოსვლამდე. განსაკუთრებით მიყვარს ხინკალი, ხაჭაპური, ლობიანი, ქართული სუფრის ტრადიციები. განსაკუთრებულია ქართული ღვინო, თეთრი, ნახევრად მშრალი და ჭაჭა. ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზები, რისთვისაც მე ყოველთვის ვბრუნდები საქართველოში.


– როდის აპირებს  სკოლის ფილიალის გახსნას საქართველოში და სად იქნება ის, თბილისში თუ სხვა ქალაქში?


– მე აქ ვეძებ სერიოზულ პარტნიორს, რომ ჩვენი სკოლის ადგილობრივი ფილიალი გახსნას და ჩვენ ვითანამშრომლოთ ხანგრძლივად. პერიოდულად ვიღებთ რამდენიმე შეთავაზებას სხვადასხვა ადამიანისგან, თუმცა, რომ ჩამოვიდეთ აქ, რისკი დიდია, ჩვენი სკოლა უკვე დიდ და ცნობილ ბრენდს წარმოაგენს მთელ მსოფლოში. შესაბამისად, მის სახელს განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. რასაც ჩვენ ვეძებთ, სერიოზული პარტნიორია, გვჭირდება ტერიტორია და შენობა, არსებული ან დასაგეგემი ინფრასტრუქტურით და კაპიტალით, რათა ძლიერად და ღირსეულად დავიწყოთ ოპერირება.


და ბოლოს აქვს თუ არა სხვა გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით გარდა სკოლის ფილიალის გახსნისა, გვპასუხობს, მიზანი აქვს რამდენიმე, თუმცა ჯერ მედიას ამ გეგმებს ვერ გაგვანდობს.


ინტერვიუერი: ნუცა სალუქვაძე


სხვა სიახლეები