• Ƀ/$

სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების გეგმა 101.7%–ით შესრულდა

4 ნოემბერი 18:00 | ფინანსები

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების  გეგმა 101.7%–ით შესრულდა  

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, შემოსულობების გეგმა 101.7% ით შესრულდა.  9 თვეში 154 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა,  ვიდრე დაგეგმილი იყო, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი  322, 5  მილიონითაა გაზრდილი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც ფინანსთა სამინისტროს მიერ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულების მაჩვენებლები წარადგინა.


ირაკლი კოვზანაძის თქმით, აღნიშნულ პერიოდში გადასახადებიდან დაგეგმილზე 85 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა.


რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, შესრულების მაჩვენებელი თითქმის 100%–ა. 


მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მაჩვენებლები წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის  9 თვის  განმავლობაში შემოსულობები 9 043,1 მლნ ლარია, რაც დაგეგმილზე 154,1 მილიონით მეტია. მათ შორის, გადაჭარბებით, 101,2%-ით შესრულებულია გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების გეგმა (შემოსულია 7 177,3 მლნ ლარამდე, რაც გეგმაზე 85,7 მილიონით მეტია).


9 თვეში  ბიუჯეტიდან დაიხარჯა 9,3435 მლრდ ლარი. 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ხვალიდან იწყება.


სხვა სიახლეები