• Ƀ/$

ავიაკომპანია Belavia თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

5 ნოემბერი 14:43 | ეკონომიკა

2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ავიაკომპანია Belavia ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. 

20 დეკემბრიდან, ბელარუსული ავიაკომპანია მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირეს (სამშაბათი და პარასკევი) დაამატებს და 2020 წლის 28 მარტამდე ფრენებს კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს. ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.


Belavia წელს უკვე მეორედ ზრდის საქართველოს მიმართულებით ოპერირების სიხშირეს. ოქტომბერში ავიაკომპანიამ მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ფრენები შვიდიდან ცხრა სიხშირემდე გაზარდა.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 1 ნოემბერს მიენიჭა.


მსგავს თემაზე:

ICAO ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრნების უფლებას არ მისცემს


დაბალბიუჯეტიანი Ryanair საქართველოს აეროპორტებში ფრენებს 6 ნოემბრიდან იწყებს


ავიაკომპანიები Wizz Air და SkyUp ახალ მიმართულებებს ამატებენ



სხვა სიახლეები