• Ƀ/$

მაია ბარათაშვილი: ლოცვის სწავლას ისეთივე შრომა უნდა, როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარებას

3 ივნისი 15:47 | PRESS დაიჯესტი

მუსიკოსი მაია ბარათაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ღმერთის დაკარგვის ეშინია. მისივე თქმით, ლოცვის სწავლას ძალიან რთულია და მას დიდი შრომა სჭირდება.

„მეშინია... ურწმუნოების, ღმერთის დაკარგვის. ურწმუნოებასა და რწმენას შორის გამავალი ზღვარი ძალიან სათუთი და ფაქიზია. ფაქტობრივად, ბეწვის ხიდია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთში ჩატყდეს. ლოცვისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ის შესაძლოა, უბრალო სალოცავი სიტყვების ბუტბუტად გადაიქცეს. ლოცვის დროს ათასი აზრი გვიტრიალებს თავში. ეს არის ყველაზე ძნელი რამ. ლოცვის სწავლას ისეთივე შრომა უნდა, როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის სამზადისს. ამ დროს შენი გონება და გული უნისონში უნდა ჟღერდეს, ერთ სიხშირეზე უნდა იყოს. ეს რთულია, მაგრამ მცდელობა აუცილებელია. ამიტომ ვამბობ, ღმერთი შეიძლება, მარტივად დაკარგოს ადამიანმა. ჩვენ არჩევანი მუდმივად გვაქვს გასაკეთებელი – სიამოვნება და კომფორტი თუ ღმერთი...“, - ამბობს მუსიკოსი.


სხვა სიახლეები