• Ƀ/$

ოჯახმა წლების წინ დაკარგული მამა TikTok–ის დამსახურებით იპოვა

3 ივნისი 17:26 | INTERNET დაიჯესტი

ინდოელი მამაკაცი, რომელსაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა ორი წლის წინ დაიკარგა. ის უბრალოდ სამუშაოდ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მამაკაცს სახლში მეუღლე და 5 შვილი დარჩა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ინდოელი სამსახურისკენ გამვლელი მანქანით წავიდა, თუმცა გზაში დაეძინა. შედეგად ისინი დანიშნულების ადგილს გასცდნენ და მამაკაცმა უკან დაბრუნება სხვა მანქანით სცადა. სამწუხაროდ, ის სრულებით სხვა მიმართულებით დაიწყვანეს და საბოლოო ჯამში სახლიდან 2 ათასი კმ–ის მოშორებით პენჯაბის შტატში აღმოჩნდა.


სრულიად უცნობ ადგილას აღმოჩენილს თან ფულიც არ ჰქონდა, ამიტომ მოწყალების თხოვნა დაიწყო. ჯანმრთელობის პრობლემები კი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა.


ამასობაში 2 წელი გავიდა და მამაკაცი შემთხვევით TikTok–ის ვიდეოში მოხვდა, მისი ცხოვრება სწორედ ამ წამიდან შეიცვალა. საქმე ისაა, რომ კარანტინის დროს პოლიციელები გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ და თან ამ ყველაფერს იღებდნენ.


ვიდეო დაკარგულის ოჯახის ახლობელმა ნახა და მაშინვე მის მეუღლეს აცნობა.


ოჯახი იმ დღესვე პოლიციას დაუკავშირდა და მამაკაცი სახლში დააბრუნეს.


სხვა სიახლეები