• Ƀ/$

ნამახვანი ჰესების კასკადის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

5 ივნისი 12:12 | კომპანიები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში, რომლის რეალიზაციის ნებართვა კომპანია ENKA Renewables-მა 22 აპრილს მიიღო, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ამის შესახებ M2B.GE-ს ENKA Renewables-დან აცნობეს.


ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, რომელიც 433 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მქონე ორი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება, მდინარე რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.


პროექტის საინვესტიციო ღირებულება $800 მლნ–ს შეადგენს.


საპროექტო კომპანია ENKA Renewables-ის („ენკა რენიუებლზ“) ძირითადი აქციონერია თურქული კომპანია ENKA, რომელიც მშენებლობისა და ინჟინერიის დარგში საერთაშორისო ბაზარზე 60 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს. პროექტის მცირე წილი კი ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს ეკუთვნის.


ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში - მისი წლიური გამომუშავება 1,500.00-მდე გგვტ.სთ იქნება. 


სხვა სიახლეები