• Ƀ/$

ამერიკული ბირჟები ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა

18 ნოემბერი 13:22 | ფინანსები

ამერიკულმა ბირჟის ინდექსებმა რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. როგოც Dow Jones ასევე Nasdaq და S&P 500 ისტორიულ მაქსიმუმზეა.

Dow Jones-ის ინდექსი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას ასახავს. პირველად ისტორიაში მისი მაჩვენებელი 28 000-ს გადასცდა და 28 004-ს მიღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდექსმა 27 000-იან ნიშნულსაც მიმდინარე წელს კერძოდ კი 12 ივლისს გადააჭარბა. წლის მინიმუმი - 22 686 სამ იანვარს დაფიქსირდა და მას შემდეგ ინდექსი მკვეთრად 23.4%-ით გაიზარდა.



რეკორდი ფიქსირდება Nasdaq-ზე, სადაც ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიების აქციები ივაჭრება. მისი ინდექსის მაჩვენებელი 8540-ს აღწევს, მაშინ როცა 3 იანვარს 6463-ს შეადგენდა. ზრდამ 10.5 თვეში 32% შეადგინა. ამავე პერიოდში Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $305 მლრდ-ით $875 მლრდ-დან $1.18 ტრლნ-მდე გაიზარდა, Microsoft-ის $475 მლრდ-ით $665 მლრდ-დან $1.14 ტრლნ-მდე.



27.5%-ით 2447-დან 3120-მდე გაიზარდა S&P 500-ის ინდექსიც, რაც თავის მხრივ ასევე ისტორიული რეკორდია.



აშშ-ის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 3.1%-ით, ხოლო მეორეში 2%-ით გაიზარდა. უმუშევრობა 3.6%-ზე ნარჩუნდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 50 წლის განმავლობაში.


მსგავს თემაზე:

Apple-ის ღირებულებამ $1.16 ტრლნ-ს მიაღწია


ბილ გეითსმა შესაძლოა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნოს



სხვა სიახლეები