• Ƀ/$

„თხის რძე, ველური ყვავილი და სტაფილო კიბოს სამკურნალოდ“ - თვითმარქვია მკურნალის გამო ადამიანები დაზარალდნენ

27 ივნისი 13:04 | INTERNET დაიჯესტი

საბერძნეთში დააკავეს თვითმარქვია ექიმი, რომელსაც ადანაშაულებენ თაღლითობაში, რამაც არაერთი ადამიანის, მათ შორის ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია.

თვითმარქვია ექიმის, ნიკოს კოდოსტათის წინააღმდეგ პოლიციაში ათობით საჩივარი შევიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტები არიან მთელი საბერძნეთიდან ანუ კოდოსტათი მსხვერპლს ეძებდა ყველგან, არა მხოლოდ ატიკის რეგიონში, სადაც ის „მკურნალობდა“.

ბრალდებული ხალხს ეცნობოდა, როგორც სახალხო მკურნალი.

ის უმძიმესი სენით დაავადებულებს აძლევდა სტაფილოს, თხის რძეს და ველურ ყვავილს და არწმუნებდა, რომ განიკურნებოდნენ.

ნიკოს კოდოსტათი პაციენტებს აძლევდა ზოგიერთ მედიკამენტსაც, რომელთა ყუთებზეც ორიგინალი კომპანიების იარლიყები იყო დატანილი, თუმცა, „პატენტი“ თავად მას ეკუთვნოდა.


სხვა სიახლეები