• Ƀ/$

სინერჯი კაპიტალი - შუამავალი ახალბედა ბიზნესსა და გამოცდილ ინვესტორს შორის

20 სექტემბერი 17:03 | ეკონომიკა

ქართულ ბაზარზე ახლადდაწყებული ბიზნესის მთავარი გამოწვევა დღეს მცირე კაპიტალი, კარგად დაგეგმილი ბიზნეს-სტრატეგისა და სწორად დანახული განვითარების შესაძლო პერსპეტივების უქონლობაა.

ამ პრობლემების აღმოფხვრაზე უკვე წელიწადნახევარია სააქციო საზოგადოება „სინერჯი კაპიტალი“ ეფექტიანად მუშაობს.


ინვესტორებსა და დამწყებ, განვითარების პოტენციალის მქონე კომპანიებს შორის დამაკავშირებელი რგოლი - ეს სწორედ ისაა, რაც ქართულ ბიზნეს-სივრცეს აკლდა. ეს ნიშა კი „სინერჯი კაპიტალმა“ წარმატებით ამოავსო.


რგოლი, სადაც დამწყები ბიზნესმენი ინვესტორს ხვდება


„სინერჯი ჯგუფმა“ სააქციო საზოგადოება 2018 წლის აპრილში შექმნა. ამით ის პირველი დამაკავშირებელი რგოლი გახდა ინვესტორებსა და დამწყებ ბიზნესმენებს შორის.


„ამ მისიის განხორციელებისთვის ჩვენ ვაერთიანებთ და ვეხმარებით ადამიანებს, გაზარდონ თავიანთი კაპიტალი ისეთ ორგანიზაციებში ინვესტირებით, რომლებსაც ღირებულების სწრაფი ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ, შეუძლიათ გახდნენ დარგის ლიდერები და იყვნენ გამორჩეული სწორად დანახული სტრატეგიით, კარგი მმართველობით, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვით“, – აცხადებენ „სინერჯი კაპიტალში“.


პოტენციური ინვესტორებისთვის თანამშრომლობის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს: შესაძლოა მათ ჰქონდეთ პრივილეგირებული აქციები, რომლის მხოლოდ კერძო შეთავაზება ხდება კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში და ასევე კომპანიების წილების შეძენით.


წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ „სინერჯი კაპიტალი“ უკვე 40-მდე პრივილეგირებულ აქციონერსა და ინვესტორს აერთიანებს, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ ბიზნესსა და მენეჯმენტში.


რაც შეეხება შვილობილ კომპანიებს, მათ „სინერჯი კაპიტალი“ ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს კაპიტალში 20-50%-მდე წილობრივი მონაწილეობით, მილიონზე მეტი აშშ დოლარის მაქსიმალური მოცულობით. გარდა სტრატეგიულისა, ანალიზი ტარდება ფინანსური და იურიდიული კუთხითაც, დგინდება კომპანიის ღირებულება და ითვლება საპროგნოზო მოგება და ზარალი, ფასდება სამართლებრივი რისკები. ამ ყველაფრის შემდეგ კი ესა თუ ის დამწყები კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ ქოლგის ქვეშ შემოდის. თითოეულ ასეთ კომპანიას „სინერჯი კაპიტალისგან“ სპეციალური გუნდი ემსახურება, რომელიც მათი ღირებულების ზრდაზე ზრუნავს.


იდეალური აქტივი



კომპანიის ღირებულებები


სანდო რეპუტაცია და მუდმივი მაძიებლობა - ამ ღირებულებებს „სინერჯი კაპიტალში“ განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ერთი მხრივ, ინვესტორებს შორის მოპოვებული ნდობის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, ახალი და საინტერესო კომპანიების ყოველდღიური ძიება, რომლებსაც განვითარების და ზრდის შანსი აქვთ და მათში ამ პოტენციალის აღმოჩენა „სინერჯი კაპიტალის“ ყველა თანამშრომლის ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია.


ღია კარის დღე



ბრენდების ძიებაში


„სინერჯი კაპიტალი“ 12 პორტფელურ კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა „ჩიკორი“, „ქარელის ხილი“, „სახალხო აფთიაქი“, „8000 მოსავალი“, „ანტრეკოტი“, „მედიქოლი“ და სხვა, საინტერესო კონცეფციისა და ზრდის პოტენციალის მქონე ბრენდები, რომელთა უმეტესობასაც მომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ.


მომავალი წლისთვის უკვე იგეგმება კიდევ 10 პორტფელური კომპანიის დამატება.



გამოცდილი გუნდი „სინერჯი კაპიტალის“ უკან


„სინერჯი კაპიტალის“ დამფუძნებელ გუნდს, „სინერჯი ჯგუფს“ ქართული ბიზნეს-სექტორი 1999 წლიდან იცნობს. კომპანია უკვე 20 წელია, რაც საქართველოში არსებული კერძო და საჯარო ორგანიზაციების განვითარებაზე ზრუნავს, ეხმარება მმართველობითი სისტემის დახვეწაში, სტრატეგიისა და სტრუქტურის ფორმირებასა და ბიზნეს-პროცესების გამართვაში.


300-ზე მეტი პროექტი 100-ზე მეტ ორგანიზაციაში „სინერჯი ჯგუფის“ გამოცდილებასა და სანდო რეპუტაციაზე მიუთითებს. ორგანიზაციის კლიენტებს შორის ქართული ტოპ-კომპანიების 70%-ს შეხვდებით.


სხვა სიახლეები