• Ƀ/$

მთავრობა პარლამენტს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს

2 დეკემბერი 11:13 | ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ პარლამენტის ბიურო ინიცირებისთვის ორშაბათს, 2 დეკკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს.

განონპროექტი ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოთხოვნის დარეგულირებას. ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის პრაქტიკის დანერგვას, ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას ითვალისწინებს.


„კანონპროექტის მთავარი მიზანია, ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენციის მართვა, მისი ე.წ. რეგულირება ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრით და ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა იმ ღონისძიებების განხორციელებისთვის, რომელთა დანერგვაც უზრუნველყოფს დადგენილი სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას/შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მთავარ მექანიზმს წარმოადგენს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც თავისი არსით არის იმ ენერგოეფექტურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა დანერგვა/გატარება უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას კონკრეტული პერიოდისთვის. მაგალითად, კონკრეტული ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია 2020 წლისთვის ენერგიის გარკვეული რაოდენობის დაზოგვა, როგორც ენერგიის პირველადი წყაროს სახით, ასევე, საბოლოო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ენერგიის სახით. ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასების მიხედვით, გარკვეული ღონისძიებების გატარების შედეგად შესაძლებელია 2020-2021 წლისთვის დაიზოგოს დაახლოებით 5 455 გიგა ვტ.სთ. პირველადი ენერგიის წყარო (რესურსი) და დაახლოებით 2 588 გიგა ვტ.სთ. საბოლოო ენერგია“, – განმარტავს მთავრობა.


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი ფუნქციების შესრულებისთვის სამინისტროში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის სამმართველო შეიქმნა, რომლის წლიური სახელფასო ბიუჯეტი 66 000 ლარს შეადგენს.


დეფიციტური ელექტროწარმოება


მანამდე თსუ–ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET Economist Blog აქვეყნებდა ანალიტიკურ მასალას, რომლის თანახმად აგვისტოში ელექტოენერგიის დეფიციტის შემდეგ, საქართველოში ელექტროწარმოება კვლავ შემცირდა. სექტემბერში, 2018 წლის სექტემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება 3%-ით, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 19%-ით შემცირდა.


კერძოდ, საქართველოს ელექტროსადგურებმა სექტემბერში 821 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მაშინ, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარება 972 მლნ. კვტ.სთ. იყო. აგვისტოსთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 12%-ით შემცირდა, მიუხედავად სექტემბრის თვეში ელექტროენერგიის მოხმარების არსებითად შემცირებისა (კონდიცირების მოთხოვნისა და ტურისტული ნაკადის შემცირების გამო)1, ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს მაინც მოუწია უცხოური ბაზრებიდან ელექტროენერგიის იმპორტი. ამავე წლის სექტემბერში იმპორტირებული ელექტროენერგიის მთლიანი რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 56%-ით, 2018 წლის სექტემბერთან შედარებით კი 33%-ით გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

სექტემბრის ელექტროენერგიის ბაზრის მონაცემები და საქართველოს ენერგო უსაფრთხოება



სხვა სიახლეები