• Ƀ/$

პუტინი "თურქეთის ნაკადის" გაშვების ცერემონიას დაესწრება

2 დეკემბერი 17:32 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში 2020 წლის 8 იანვარს ჩავა და "თურქეთის ნაკადის"  გაშვების ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა.

ცერემონიის თარიღი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქალაქ ედირნეში ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) ტრანს – ადრიატიკური მილსადენთან (TAP) შეერთების ცერემონიაზე გააჟღერა.


გასულ კვირას კომპანია "გაზპრომში" განაცხადეს, რომ "თურქეთის ნაკადის" ორივე ხაზი გაშვებისთვის მზადაა. ამავდროულად, თურქეთში მიმღებ ტერმინალზე დატვირთვა დასრულებულია.


გაზსადენის გაშვების შემდეგ პუტინი და ერდორანი შეხვედრას გამართავენ.


პესკოვის თქმით, პრეზიდენტები შეხვედრის შესაძლებლობას გამოიყენებენ, რათა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრონ. დღის წესრიგში იქნება ასევე სხვადასხვა დიდი პროექტის განხილვა.


აღნიშნული გაზსადენის პროექტის საზღვაო მონაკვეთის გახსნის ცერემონია 2018 წლის 19 ნოემბერს შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ვლადიმერ პუტინი.


 


სხვა სიახლეები