• Ƀ/$

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $15 მლნ გამოუყო

3 დეკემბერი 14:01 | ფინანსები

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს, ურბანული გარემოს გაუმჯობესების სამუშაოების დასაწყებად, $15 მლნ გამოყო.

ADB-მ სესხი დაამტკიცა  მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად პროგრამისთვის, რომელიც საქართველოს ქალაქებს ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებაში დაეხმარება.


დაკრედიტების აღნიშნული სისტემა ბანკის სტრატეგიის ნაწილია და განვითარებადი წევრი ქვეყნების ქალაქების მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.


სხვა სიახლეები