• Ƀ/$

„ნენსკრა ჰიდრო“, მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი პანდემიური სიტუაციის გამო, ნენსკრასა და ნაკრას ხეობის მოსახლეობას საკვები პროდუქტებით დაეხმარა

18 აგვისტო 18:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი მწვავე პანდემიური მდოგმარეობიდან გამომდინარე, კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“, კორაპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მოსახლეობას საკვები პროდუქტებით დაეხმარა. კერძოდ, ჭუბერში 330 ოჯახს, ხოლო ნაკრაში 120 ოჯახს. ინფორმაციას კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თითოეული ოჯახისთვის განკუთვნილია კალათა, რომლის დარიგებაც 17 აგვისტოს დაიწყო და დღესაც, 18 აგვისტოსაც გრძელდება.


„ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტის აუცილებლობას პანდემიის გამო მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვას უკავშირებს.


Covid-19-ის პანდემიის გამო მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა, მოსახლეობას შეზღუდული აქვს წვდომა სხვადასხვა რაიონულ ცენტრებთან და ვერ ახერხებენ შეიძინონ სურსათი ან სხვა პირველადი მოხმარების პროდუქცია. შესაბამისად, კომპანია თვლის, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთ პირობებში მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა. ამასთან, მოვლენების შემდგომი განვითარებისა და საკარანტინე პირობების ცვლილების შესაბამისად, კომპანია განიხილავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევის შესაძლებლობებს“, – აცხადებს თეიმურაზ კოპაძე.


მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჭუბერში სტაბილური ეპიდვითარებაა. გაკეთდა რამდენიმე ასეული ტესტი და არც ერთ ადგილობრივს, ამ ეტაპზე, არ გამოვლენია კორონავირუსით ინფიცირება. მიუხედავად ამისა, პროდუქტის დარიგების პროცესში კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ყველა რეკომენდაციებს, რომლებსაც ინფექციონისტები გასცემენ.


ჩვენი თანამშრომლები, კომპანიის წარმომადგენლები, ვინც ჩართულები არიან აღნიშნულ აქტივობაში და არიგებენ ამ პროდუქციას, ეკიპირებული არიან შესაბამისი პირბადით და სხვდასხვა სადეზინფექციო საშუალებებით. ასე რომ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვიცავთ“, – მოგვითხრობს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი.


სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.




 


სხვა სიახლეები