• Ƀ/$

Pegasus ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე ფრენას იწყებს

6 დეკემბერი 14:02, 2019 წელი | კომპანიები

2020 წლის მარტიდან თურქული ავიაკომპანია Pegasus სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით  ფრენების განხორციელებას იწყებს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 


2019-20 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგის მიხედვით პეგასუსი კვირაში 4 რეისს შეასრულებს.


რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.


Pegasus Airlines საქართველოში 2010 წლიდან შემოვიდა და ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს, 2018 წელს კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყო ოპერირება, თუმცა მალევე შეწყვიტა.


 


სხვა სიახლეები