• Ƀ/$

ქუთაისი-წყალტუბოს მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა

6 დეკემბერი 14:25, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შეზღუდვა მოქმედებს გზის 126-157კმ-ის მონაკვეთზე.


ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის 99-126 კმ-ის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.      


გზის დანარჩენ მონაკვეთებზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.     


სხვა სიახლეები