• Ƀ/$

დეკლარირებული გადასახადის დროული გადახდის მაჩვენებელი 98%-მდე გაიზარდა

9 დეკემბერი 18:09, 2019 წელი | ფინანსები

საგადასახადო პოლიტიკაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ყურადღება სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა.

„საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო ფინანსების მართვის მნიშნველოვანი და შესაძლებელია ითქვას ყველაზე სენსიტიური მიმართულებაა, ვინაიდან  საბიუჯეტო და ვალის მართვის პოლიტიკისგან განსხვავებით, პირდაპირ ვრცელდება ბიზნესსექტორზე“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს სპეციალურ პროგრამას ნებაყოფლობითი დეკლარირების უზრუნველსაყოფად, რომლის ამოქმედების შემდგომ დეკლარირებული გადასახადის დროული გადახდის მაჩვენებელი 98%-მდე გაიზარდა,  რაც დადებითად აისახა საგადასახადო შემოსავლებზე.


ივანე მაჭავარიანის თქმით, მიმდინარე წელს, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისა, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.


„თემატური შემოწმებები განპირობებულია დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის სისტემით, რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ საგადასახადო რისკზე და შესაბამისად, არ ხდება სრული საგადასახადო შემოწმების ჩატარება. დღეს, საგადასახადო შემოწმებები  კანონდარღვევის პრევენციაზეა ორიენტირებული, რამაც თავის მხრივ, შეამცირა დარიცხულ თანხებზე დავები და ორჯერ 12%-იდან 25%-მდე გაზარდა დარიცხული თანხების  გადახდის მაჩვენებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 


როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ და კიდევ სხვა არაერთმა სისტემურმა განახლებამ, შედეგად მოიტანა საგადასახადო შემოსავლების თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებელზე 130 მილიონი ლარით გადაჭარბება.


მსგავს თემაზე:

ივანე მაჭავარიანი: წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მლნ ლარიანი გადაჭარბებით შესრულდება


2021 წლის ბიუჯეტში მსხვილი პროექტების 50%-ზე მეტს ანალიზი განახლებული მეთოდოლოგიით ჩაუტარდება



სხვა სიახლეები