• Ƀ/$

ჩოხატაურში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა

5 სექტემბერი 12:27 | INTERNET დაიჯესტი

ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათივე თქმით, ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.


ინფორმაციისთვის, კოვიდ- 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა, კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.


კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ინფექცია გამოწვეულია ვირუსის აქამდე უცნობი შტამით. კოვიდვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 210-ზე მეტი ქვეყანა.


სხვა სიახლეები