• Ƀ/$

ბაკურციხე-გურჯაანის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი 38 მლნ-ით აფინანსებს

11 დეკემბერი 15:08, 2019 წელი | ეკონომიკა

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) 15.5 კმ-იანი მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის  გზასთან  დააკავშირებს. გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანში და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი გავლა აღარ მოუწევთ.


ახალი გზა, შეამოკლებს და უფრო  უსაფრთხოს გახდის გზას თელავიდან-თბილისამდე, რომელიც ამჟამად არის ვიწრო და გადის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე ვაზიანი-ბაკურციხე-გურჯაანის მონაკვეთზე.


სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის, აშენებულია 6 კმ. გზა და 6 ხიდი, ასევე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები.


პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.


მსგავს თემაზე:

2019 წელს 800 კმ გზის რეაბილიტაცია განხორცეილდა



სხვა სიახლეები