• Ƀ/$

ფულადი გზავნილების მოცულობა 13.3%-ით გაიზარდა

11 დეკემბერი 16:41, 2019 წელი | ფინანსები

საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში $151 მლნ-ს (448 მლნ ლარი) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.3% მოდიოდა.


გზავნილებში ორნიშნა პროცენტულ წილს სულ 3 სახელმწიფო ფლობს: რუსეთი -25.1%, იტალია 13.1% და საბერძნეთი 10.5%.


2019 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ $21.9 მლნ (64.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.1%-ით მეტია.


მსგავს თემაზე:

რეფინანსირების განაკვეთის 9%-მდე ზრდის შედეგად 111 000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა



სხვა სიახლეები