• Ƀ/$

ლიბია რეგიონალური ძალების გადაკვეთის ახალი წერტილია

13 დეკემბერი 15:08, 2019 წელი | ანალიტიკა

ლიბიის ეროვნული არმია (LNA) დედაქალაქ ტრიპოლის დასაკავებლად, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ გენერალმა ხალიფა ჰაფთარიმ განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვაწარმოოთ გადამწყვეტი ბრძოლა ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) მიერ დაკავებული დედაქალაქ ტრიპოლის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნა ჰაფთარიმ.


LNA უკვე რვა თვეა შეტევით ოპერაციებს ახორციელებს დედაქალაქზე, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ძალები არიან განლაგებულები.


2011 წლიდან, მას შემდეგ რაც ნატოს მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დიქტატორი მუამარ კადაფი დაამხეს, ლიბიაში არეულობები გრძელდება. არსებულმა ქაოსმა სახელმწიფო ორ ნაწილად გაყო - ტრიპოლის ეროვნული თანხმობის მთავრობას (GNA) გაეროს სუსტი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მეამბოხე ლიბიის ეროვნულ არმიას (LNA) გენერალი ხალიფა ჰაფთარი ხელმძღვანელობს, რომელსაც რუსეთიც უჭერს მხარს.


მეამბოხე გენერლის მიერ დედაქალაქზე წამოწყებულ შეტევებს სულ მცირე 200 მშვიდობიანი მოქალაქე და 2000 სამხედრო ემსხვერპლა. შეტაკებებმა 146 000 იძულებით გადაადგილებული პირი გააჩინა ქვეყნის შიგნით.


ევროკავშირი თურქეთ-ლიბიის შეთანხმებას ეხმაურება


ტრიპოლსა და ანკარას შორის ხმელთაშუა ზღვის ზონების დელიმიტაციის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს მესამე ქვეყნებისთვის იურიდიული ძალა არ გააჩნია.


აღნიშნულის შესახებ თურქეთის თაობაზე შემდგარ ევროკავშირის სამიტზე, გუშინ, 12 დეკემბერს გახდა ცნობილი.


„თურქეთსა და ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მესამე სახელმწიფოების სუვერენულ უფლებებს არღვევს და არ შეესაბამება საერთშორისო საზღვარო კანონმდებლობას. შესაბამისად მას არ აქვს იურიდიული ძალა. ევროპულმა საბჭო აგრეთვე გამოხატავს სოლიდარობას საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ, ანკარის განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.


დამატებით განცხადებაში დაგმობილია 17-18 ოქტომბერს თურქეთის მიერ განხორციელებული საძიებო-საბურღი სამუშაოები კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში.


თურქეთის პარლამენტმა ზემოხსენებული მემორანდუმის რატიფიცირება უკვე მოახდინა და პრეზიდენტმა ერდოღანმა დაამტკიცა, რომლის თქმით დოკუმენტი გაეროს გადაეგზავნება რეგისტრაციისთვის.


საბერძნეთში შეშფოთებას გამოთქვამენ თურქი პოლიტიკოსების განცხადებებზე, რომ ანკარა თურქულ-ლიბიური მემორანდუმით ხელმძღვანელობს და მას თვლსი კანონიერ დოკუმენტად. შესაბამისად მათ სამხედრო გემების თანხმებით შესაძლოა ნავთობის და გაზის საძიებო სამუშაოები აწარმოონ საბერძნეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, რაც თავის მხრივ ოფიციალურ ათენს აიძულებს სამხედრო ძალა გამოიყენოს ნატოს ფარგლებში მისი მოკავშირის წინააღმდეგ.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები