• Ƀ/$

მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა

24 იანვარი 16:19 | ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული დამინისტრაციის მონაცემებით, მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა.

გასული წლის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ და კვების ობიექტებს 238 665 ვიზიტორი სტუმრობდა.


მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე დაფიქსირდა, რაც 2018 წლის მონაცემებს 137%-ით აღემატება. ვიზიტების რაოდენობის მხრივ ქედის მუნიციპალიტეტიც ლიდერობს, სადაც გასულ წელს, 57%-ით მეტმა ადამიანმა იმოგზაურა. შემდეგ მოდის ხელვაჩაური +94%-ით, ხულო +61%-ით და შუახევი +30%-ით.


„სასიხარულოა, რომ მთიანაჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია, როგორც ტურისტულ მარშრუტებზე, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და კვების ობიექტებში, ისე მუზეუმებში, ღვინის მარნებსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე. ეს კი დამატებით მოტივაციას აძლევს სოფლად, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს განავითარონ არსებული სერვისები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 15 მარკირებული ტურისტული მარშრუტი აჭარის მუნიციპალიტეტებში და აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ და ახალი ტურისტული პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენი რეგიონის სტუმრებს. სწორედ, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარება მოგვცემს საშუალებას აჭარა გავხადოთ ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ. 


მოგზაურების სტატისტიკა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მიერ საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების გამოკითხვის შედეგად მომზადდა.


 


მსგავს თემაზე:

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2019 წელს 9.3 მლნ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები