• Ƀ/$

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტრომომარაგება გრაფიკზე გადავიდა

24 იანვარი 22:05 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა და გრაფიკი დაწესდა. ამის მიზეზად კი ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება სახელდება. 

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, მოსახლეობას გრაფიკი დაუწესდა და რაიონების მიხედვით ელექტროენერგია 1 საათით ითიშება. ამავე ცნობით, ზამთარში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ, შესაძლოა, ენერგოკრიზისი გამოიწვიოს.


აფხაზეთი ელექტროენერგიით მთლიანად ენგურჰესიდან მარაგდება. მოსახლეობა მასში ფულს არ იხდის და მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, რასაც პერიოდულად ენერგოკრიზისები ახლავს თან. ყოფილა შემთხვევები რომ ოფიციალურ თბილისს იკუპირებული რეგიონისთვის იმპორტირებული ელექტროენერგია მიუწოდებია. გასულ წელს აფხაზეთმა 2.06 მლრდ კვტ/სთ მოიხმარა, რაც ენგურჰესის საერთო გამომუშავების 60%-ზე მეტია, თუმცა ზამთრის პერიოდში ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია 100%-ით აფხაზეთს ხმარდება, რაც დეფიციტს მხოლოდ ნაწილობრივ ავსებს.


მსგავს თემაზე:

ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 2019 წელს 1 მლრდ კვტ/სთ-ით შემცირდა


2010-2018 წლებში მზის პანელიბისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 1672%-ით გაიზარდა


2011-2019 წლებში საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის დეფიციტმა $232 მლნ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები