• Ƀ/$

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

27 იანვარი 18:03 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.


გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.


საქართველოში ჩინეთიდან დეკორატიული კუ და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა.


მსგავს თემაზე:

ბილ გეიტსმა "კორონავირუსთან" საბრძოლველად $10 მლნ გამოყო


როგორი იქნება კორონავირუსის გავლენა ჩინეთისა და მსოფლიო ეკონომიკაზე?


კორონა ვირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკა



სხვა სიახლეები