• Ƀ/$

ჩინეთში ახალი iPhone-ს წარმოება კორონავირუსის გამო შესაძლოა გადაიდოს

28 იანვარი 14:58 | ტექნოლოგიები

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის გაჩენამ შესაძლოა Apple-ის მომდევნო ბიუჯეტური iPhone-ის წარმოება გადაავადოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემა რამდენიმე ანალიტიკოსს ესაუბრა, რომელთა თქმით iPhone-ის თითქმის ყველა სმარტფონი ჩინეთში მზადდება, ძირითადად ჟენგჟუში (Henan-ის ადმინისტრაციული ცენტრი) არსებულ Foxconn-ისა და შანხაის მახლობლად არსებულ Pegatron-ის ქარხნებში.


“იმის მიუხედავად, რომ ორივე დასახლება ვუჰანიდან 500 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს, აღნიშნული არ ამცირებს ახალი ვირუსით დაინფიცირების შანსებს“, - აცხადებს Bloomberg.


“ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლოს დროსაც Apple-ის წარმოების უწყვეტობაზე გავლენა არ მოახდენს არსებული მდგომარეობა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა პატრიკ მურჰედმა გამოცემასთან საუბარში.


Bloomberg-ის ინფორმაციით Apple-ის ჩინეთში დაახლოებით 10 000 თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის საცალო მაღაზიებში. გარდა ამისა, ამერიკული კორპორაციის პროდუქციის სხვა ტიპის გასაყიდ ქსელებში რამდენიმე მილიონი ადამიანი მუშაობს.


წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ Apple თებერვლიდან იწყებდა ახალი, ბიუჯეტური სმარტფონის წარმოებას, რომელიც შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში გაიყიდებოდა.


მსგავს თემაზე:

Business Insider-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო სმარტფონი დაასახელა


Apple მომავალ წელს Iphone-ის ოთხ მოდელს გამოუშვებს


ახლო მომავალში Iphone 5G მხარდაჭერით აღიჭურვება


Apple iPhone 9-ის გამოსაშვებად ემზადება?


რა ეღირება ბიუჯეტური iPhone?



სხვა სიახლეები