1751441747
სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯია” უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სს “ენერგო პრო ჯორჯია” დააჯარიმა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 000 ლარის გადახდა დაეკისრა და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.
სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.
სემეკის მიერ 1-ელ მაისს, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.
1751626502
დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ ისაუბრასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხებს შეეხებოდა.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.„დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ესკოს, საქრუსენერგოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი პირები, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.„ეკონომიკურ ფორუმზე“ სემეკ-ის თავმჯდომარემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში სემეკი მიიღებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ახალ რეგულაციას ნეტო დარიცხვის შესახებ.„ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციის შესაბამისად, ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველო ნეტო აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეს ნეტო დარიცხვის სისტემაზე, კერძოდ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. ევროკავშირის შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი.2027 წლის 1 იანვრის შემდეგ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის მიმწოდებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს შორის ანგარიშსწორება აღარ მოხდება ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით. ამასთანავე, სემეკი დაადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ამავე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურსა და გადახდის პირობებს. 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2033 წლამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით - წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით, შედეგად, შეუნარჩუნდებათ არსებული ანაზღაურების სქემა, რაც გულისხმობს სისტემისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, გარდა ზემო აღნიშნულისა, სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრის 20%-ის ამოწურვის მიუხედავად, სემეკს აქვს უფლებამოსილება 2027 წლამდე დაუშვას 100 კვტ დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთება. მისივე თქმით, ასეთი ელექტროსადგური, ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს სემეკის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სისტემის მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს დადგენილი წესის შესაბამისად.„პროექტის მიხედვით, ბოლო ალტერნატივის ან საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება შეისყიდოს ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია, ამასთანავე მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თავისუფალ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების მიუხედავად, თავისუფალი მიმწოდებელი არ შეისყიდის ჭარბ ელექტროენერგიას. რაც შეეხება შესყიდვის ფასს საჯარო მომსახურების ფარგლებში - გამანაწილებელ ქსელში ჭარბად გადადინებულ ელექტროენერგიას მიმწოდებელი შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილი ფასით, ხოლო თავისუფალი მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს ჭარბი ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს საჯარო შეთავაზებით.საჯარო მომსახურების ფარგლებში - მიწოდების მომსახურების საფასური და ჭარბი ელექტროენერგიის საფასური გაიქვითება ერთმანეთში ყოველთვიურად, ხოლო დადებითი ნაშთი გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშო პერიოდის მომსახურების საფასურის დასაფარად. თავისუფალი მიმწოდებლის შემთხვევაში მხარეებს უფლებამოსილება ექნებათ თავად განსაზღვრონ ანგარიშსწორების პირობები. ორივე სახით მიწოდების ფარგლებში, მომხმარებელს წელიწადში ერთხელ ექნება საშუალება გამოიტანოს საბანკო ანგარიშზე დაგროვილი დადებითი ნაშთი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა გამანაწილებელ ქსელზე ჯგუფურად მიერთებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხზეც. მისი თქმით, ჯგუფის წევრები შეძლებენ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, თუმცა მიერთების არეალი შეიზღუდება სატრანსფორმატორო ქვეპუნქტით.„ჯგუფის წევრები შეძლებენ შეთანხმდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობის განაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშსწორების პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მომხმარებელს რომელ მიმწოდებელთან ექნება დადებული მიწოდების ხელშეკრულება. კერძოდ, თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება თავისუფალ მიმწოდებელთან, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასსა და ანგარიშსწორების მექანიზმზე, ხოლო თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება საჯარო ვალდებულების მქონე მიმწოდებელთან, გაიქვითება მომსახურების საფასური“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
1751535613
UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდა - ცნობილია რა თანხა მიიღო თოფურიამ ოლივეირას დამარცხებითილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით, UFC-ის ისტორიაში, ერთ ბრძოლაში მიღებული შემოსავლით, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა.იქიდან გამომდინარე, რომ MMA-ის სპორტსმენთა შემოსავლები კომპლექსურად გამოითვლება, შედარებით დაზუსტებული ცნობები მხოლოდ ახლა, ბრძოლიდან რამდენიმე დღეში ვრცელდება.Givemesport-ის ინფორმაციით, ოლივეირას დამარცხებისთვის, თოფურიას შემოსავალმა ჯამურად 3.54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. თავის მხრივ, მარცხის მიუხედავად, 1.32 მლნ აშშ დოლარი ერგო ოლივეირას.ინფორმაციისთვის, MMA სპორტსმენების შემოსავლები დამოკიდებულია როგორც საბაზისო ჰონორარზე, ასევე სასპონსორო ბონუსებსა და საუკეთესო შესრულებისთვის ბონუსის ოდენობაზე. ამასთანავე, თანხას ემატება PPV (pay-per-view), იგივე სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტული წილი.შეგახსენებთ, ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში მე-10 მებრძოლია, რომელმაც საჩემპიონო ქამრის მოგება ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში შეძლო.შედეგად, UFC-ის განახლებულ Pound for Pound რეიტინგში, ქართველ-ესპანელმა რუს ისლამ მახაჩევს პირველობა ჩამოართვა და ახლა, ყველა დივიზიონის ყველა წონითი კატეგორიის გათვალისწინებით, საუკეთესო მებრძოლის წოდება აქვს.
1751435359
2 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთითმდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +10, +15, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +15, +20°;აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +13, +18°.სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +23°.ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +25°.ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +24°.ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.გორი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +26°.ცხინვალი: უმ. უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +25°.თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +29°.მარნეული: უმ. უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°.რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +18°.სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°.თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +26°.
1751366894
ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენები კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ დაიწყოდროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან ფრენები კიდევ ერთმა რუსულმა კომპანია РусЛайн-მა დაიწყო. როგორც Коммерсантъ-ი წერს, პირველი რეისი ავიაკომპანიამ ხანტი-მანსიდან სოხუმის მიმართულებით 28 ივნისს შეასრულა.სააგენტოს ცნობითვე, პირველ რეისს არძინბას სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. ფრენები 50 ადგილიანი Bombardier CRJ200-ის ტიპის ხომალდით შესრულდა. ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული და Air Safety List-შია. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ხვდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, საერთაშორისო საჰაერო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირება ეზღუდებათ, მათ ასევე ჩაკეტილი აქვთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეც.მიმდინარე წლის 7 თებერვალს, 32 წლის შემდეგ პირველად, არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტში რუსულმა სანქცირებულმა UVT Aero-მ სატესტო ფრენა შესრულდა, 2025 წლის 1 მაისს კი მოსკოვიდან პირველი სამოქალაქო რეისიც შესრულდა. სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. 1992–1993 წლების ომის შემდეგ, აეროპორტში ფრენები აღარ განხორციელებულა. აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტის რეკონსტრუქცია რუსულმა კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარებამ“ განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილია. ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე აეროპორტს არ აქვს მოქმედი კოდი, რადგან ამის მინიჭების კომპეტენცია მხოლოდ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) აქვს. სწორედ ICAO-ს მიმართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, სადაც "მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ".bm.ge
1751348772
1-ელი ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 1 ივლისს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +10, +15, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +17, +22°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. ჩრდ/დას. ქარი 10-15, დროგ. ძლ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+17 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +18 .გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +17°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+17 °.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. სამხრ/დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +17°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. სამხრ/დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+16°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+18°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით+10°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+16°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +14°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +14°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +13°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +11°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით+9°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +13 °.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +12°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +11°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +11 °.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. შეს. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +8 °.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17, ღამით+6°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით+5°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16 °.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +16°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +17°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დას. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+17°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+16 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმ. წვიმა ელჭექით. დას. ქარი 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +17°.