• Ƀ/$

რას ვსწავლობთ მსოფლიო ისტორიიდან

30 იანვარი 14:14 | კომპანიები

მსოფლიო ისტორიის ერთი თვალისგადავლებითაც ჩანს, რომ ყველაზე წარმატებული შეტაკებები სუსტი წერტილების მოძებნით და მათზე დარტყმით ერთი კონკრეტული მხარის სასარგებლოდ სრულდება.

ტექნიკა საუკუნეების მანძილზე იცვლება; შეღწევის და სუსტი წერტილების მონახვისა და გატეხვის სტრატეგია კი უფროდაუფრო უმჯობესდებოდა. თუმცა ზოგიერთი მათგანი, ტაქტიკის თვალსაზრისით იმდენად იდეალურია, რომ დღევანდელ ციფრულ ერაშიც კი აქტუალურია.   


როგორ მივაღწიოთ იდეალურ უსაფრთხოებას და გავანადგუროთ სუსტი წერტილები - სწორედ ამაზე ფიქრობს მსოფლიო ტროას ცხენიდან მოყოლებული დღემდე.


 


პირველი დიდი ისტორიული შეცდომა - ტროას ცხენი


ლეგენდა გვიყვება, რომ აუღებელი ქალაქი ტროა 10-წლიანი უშედეგო ალყის შემდეგ აგამემნონის არმიამ მახვილგონივრული გეგმის მიხედვით გაანადგურა. უცნაურმა მარტოდდარჩენილმა დიდმა ხის ცხენმა ტროელები მოხიბლა და გააოგნა. მათ ბერძნების დატოვებული „ძღვენი“ დიდი ზარზეიმით შეაგორეს ქალაქში და როცა დაღამდა, ყველამ ვიცით რაც მოხდა. ცხენში დამალულმა ბერძენმა მეომრებმა ქალაქის კარიბჭე გახსნეს, თანამებრძოლები შემოუშვეს და ლეგენდარული ქალაქი ასე აიღეს.


რა ისწავლა მსოფლიომ ამ გაკვეთილით? ყოველთვის გაარკვიოს, თუ რა იმალება მიმზიდველი უცნობი ნივთის შიგნით: ნებისმიერი კოდი, რომელსაც იღებთ, თანამედროვეობის ტროას ცხენია. აკი ერთ-ერთ ცნობილ კომპიუტერულ ვირუსსაც სწორედ ამ ლეგენდის პატივსაცემად დაარქვეს ტროიანი.


საფრთხე მრავალგვარი არსებობს. 2001 წლის 11 სექტემბერს არავინ ელოდა ნიუ-იორკის ცნობილი სიმბოლოს, ტყუპების ასე და ამგვარად დანგრევას - მაგრამ ტერორისტებმა მოწმენდილ ცაზე შეძლეს ათასობით ადამიანისთვის ერთ წამში სიცოცხლის მოსპობა და მსოფლიოსთვის შიშის ზარის დამცემი სიგნალის გაგზავნა: დღეს ტერორიზმისგან დაცული არავინ არის.


 


რას ნიშნავს უსაფრთხოების სისტემა


დღევანდელ გარემოში, სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მხოლოდ ვიდეოკამერის დამონტაჟება ან/და ობიექტის ცოცხალი ძალით დაცვა საკმარის ძალისხმევას არ წარმოადგენს. არც ჩინეთის დიდი კედელია მათ შორის იმის გარანტია, რომ შენს ტერიტორიაზე უცხო პირის შემოსვლისგან თავს დაიცავ.


საფრთხე კი მრავალგვარი არსებობს - დღეს აღარავინ გვიგზავნის კარიბჭესთან დიდ ხის ცხენს. თუმცა ისევ ისტორიას თუ დავესესხებით, ხანდახან საუკეთესო თავდაცვა რისკების წინასწარი პრევენციაა და არა - რეაქცია, რომელიც ხშირად დაგვიანებული და არასაკმარისია (9/11-ის შემთხვევა).


ამიტომაც უსაფრთხოების ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიიღწევა მხოლოდ უსაფრთხოების სისტემების ინტეგრაციით, რომელიც შესაბამისობაში მოდის კონკრეტული დაწესებულების უნიკალურ მოთხოვნებთან.


უსაფრთხოების სისტემების ინტეგრაცია უზრუნველყოფს ბიზნეს და საჯარო სექტორის მაქსიმალურ დაცულობას. უსაფრთხო გარემო კი თავის მხრივ ორგანიზაციების შეუფერხებელი და წარმატებული მუშაობის გარანტი ხდება.


ინტეგრაციით შესაძლებელია სხვადასხვა მწარმოებლის ორი ან მეტი გადაწყვეტის (ელექტრონული უსაფრთხოება, შენობის მართვა, ავტომატიზაცია) ერთიან სისტემაში გაერთიანება და მათი ცენტრალიზებულად, როგორც ერთი მთლიანობის მართვა.


ელექტრონული უსაფრთხოების სისტემების ინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ზუსტი, სწრაფი და ეფექტური ურთიერთქმედებისთვის.


ინტეგრირებული სისტემა გულისხმობს: ვიდეომეთვალყურეობას და ვიდეოანალიტიკას; სახანძრო სისტემებს (სახანძრო დეტექტორები, კვამლსაწინააღმდეგო დეტექტორები, განგაშის სისტემები და ა.შ.); დაშვების კონტროლის სხვადასხვა ტიპის სისტემები; შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა და ა.შ.


ერთიან პლატფორმას მრავალი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის:


1. ოპერირების გაადვილება (ელექტრონული უსაფრთხოების ყველა სისტემის მონიტორინგი და მართვა ხდება ერთი ინტერფეისიდან);


2. რისკებისა და საფრთხეების სწრაფი იდენტიფიკაცია;


3. ინციდენტის გამოძიების სიმარტივე;


4. მყისიერი რეგირება და ინციდენტ(ებ)ის დროული არიდება ან აღმოფხვრა;


5. რესურსების დაზოგვა (მათ შორის ადამიანური რესურსისაც).


6. რეალურ დროში მონიტორინგი (ტელეფონის, ტაბლეტის ან კომპიუტერის მეშვეობით)


7. ერთიანი, სრული რეპორტინგი.


 


ვეზირი - ქართული ფლაგმანი კომპანია სატელეკომუნიკაციო უსაფრთხოების სისტემებში 


დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი კომპანია სთავაზობს კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამედროვე სისტემებს.


საქართველოში ამ სფეროში წამყვანი კომპანია „ვეზირია“, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად ავითარებს სატელეკომუნიკაციო უსაფრთხოების სისტემებს.



200-ზე მეტი პროექტი, 40-ზე მეტი პარტნიორი ბრენდი, 550-ზე მეტი კვალიფიციური კადრი - “ვეზირი“ ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე ISO 9001-2015 ხარისხის მართვის სერთიფიკატის შესაბამისად საქმიანობს.  


კომპანიის უპირატესობა მის კომპეტენციაშია - მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომები, საიმედო, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტები, კომპლექსური და ინტეგრირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება - გამოარჩევს კომპანიას დარგის სხვა მოთამაშეებისგან.


„ვეზირის“ მაღალკვალიფიციური ინჟინრები მუდმივად გადიან  გადამზადებას დარგის წამყვან კომპანიებში.


ამჟამად ვეზირი არის ერთ ერთი ლიდერი კომპანია სატელეკომუნიკაციო, SCADA & ტელემეტრიის, უსაფრთხოების და IT ტექნოლოგიების სისტემების ინტეგრაციის სფეროში. ის მომხმარებელს აწვდის საიმედო, უახლესი ტექნოლოგიის მოწყობილობებს და მაღალხარისხიან მომსახურებას. ვეზირის მიერ პროექტების მაღალ დონეზე განხორციელება განპირობებულია იმით, რომ კომპანია თავის მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციას და უზრუნველყოფს მათ მაღალკვალიფიციურ ინსტალაციას. ვეზირის ოფიციალური ბიზნეს პარტნიორები არიან: GE Security, Alcatel-Lucent, Axis Communications, Cisco, Cieffe, Avaya და სხვა.


სხვა სიახლეები