• Ƀ/$

სპარსეთის ყურის ქვეყნების სიმდიდრე 15 წელში შესაძლოა შემცირდეს

7 თებერვალი 12:03 | ეკონომიკა

სპარსეთის ყურის ქვეყნები (მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოები) თუ არ გააძლიერებენ ფისკალურ რეფორმებს მომდევნო 15 წლის მანძილზე ნახშირწყალბადებით მოპოვებული ფინანსური სიმდიდრე შესაძლოა შეუმცირდეთ.

აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში (The International Monetary Fund - IMF) აცხადებენ.


6 სახელმწიფოსგან შემდგარი ყურის თანამშრომლობის საბჭო (Gulf Cooperation Council - GCC) ნავთობპროდუქტების გლობალური მიწოდების 1/5-ს ფარავს და მათი წმინდა ფინანსური მოგება $2 ტრლ-ს შეადგენს. ეს სახელმწიფოები საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი და ომანი არიან. ამ ქვეყნების ეკონომიკაზე 2014 და 2015 წლებში ნავთობზე ფასების ვარდნამ უარყოფითად იმოქმედა.


„იმის მიუხედავად, რომ ნედლეულის დაბალმა ფასებმა ამ სახელმწიფოთა მთავრობებზე ზეწოლა მოახდინა და მათ არასანავთობე შემოსავლებისა და ფინანსების კონსოლიდირებაზე დაიწყეს მუშაობა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე კომპენსირებულები. ამჟამინდელი ფისკალური პოზიციების გათვალისწინებით, რეგიონში არსებული ფინანსური სიმდიდრე მომდევნო 15 წლის მანძილზე შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს“, - აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.


ვაშინგტონში ბაზირებული ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში გარემოს დაცვასთან ან ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციების შემოღების შემთხვევაში ნავთობზე გლობალურმა მოთხოვნილებამ შესაძლოა 2040 წლამდე (ან უფრო ადრე) მიაღწიოს პიკს.


სპარსეთის ყურის სახელმწიფოები ათწლეულების მანძილზე იყენებენ თავიანთ ენერგეტიკულ სიმდიდრეს, მილიონობით მოქალაქის დასასაქმებლად და სამუშაო ადგილების უზრუნველსაყოფად.


 


მსგავს თემაზე:

ჰორმუზის სრუტე - რა მოელის მსოფლიო ნავთობს თუ ირანი მის ბლოკირებას მოახდენს?


ევროპის რვა სახელმწიფო ჰორმუზის სრუტის საზღვაო მისიაში ერთიანდება



სხვა სიახლეები