• Ƀ/$

შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან იანვარში $29 მლნ-ით გაიზარდა

10 თებერვალი 15:42 | ეკონომიკა

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 193 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, (ზრდა +17.6%) რაც 29 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

2020 წლის იანვარში საქართველოში 633 201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19.8%-ა. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523 689 შეადგინა, რაც 86 471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363 614 შეადგინა, რაც 57 675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%).



მსგავს თემაზე:

გუდაურსა და მესტიაში 29 აპრილამდე ტურისტებს გაუკვალავ თოვლში შვეულმფრენით გადაიყვანენ


საქართველოში ახალი ტურისტული აპლიკაცია შეიქმნა



სხვა სიახლეები