• Ƀ/$

ლარი უფასურდება

11 თებერვალი 13:42 | ფინანსები

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ ლარმა გაუფასურება განაახლა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, თბილისის დროით 13:30-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8705-ს მიაღწია, მაშინ როცა სავაჭრო სესიის დაწყებისას ფასი 2.8624 იყო. 

წლის დასაწყისში კურსი 2.8661 იყო, მაქსიმალურ მაჩვენებელს 2.8999-ს 31 იანვარს მიაღწია, მინიმალური - 2.8577 კი 6 თებერვალს დაფიქსირდა. 1 წლის წინ ამ დროს დოლარი 31 თეთრით ნაკლები 2.65 ღირდა. გასულ წელს ლარმა გაუფასურების რეკორდი 11-ჯერ მოხსნა. ოფიციალურმა კურსმა 2.98-ს გადააჭარბა, თუმცა სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში კურსი რამდენკერმე 3.00-იან ნიშნულსაც გადასცდა.


სხვა სიახლეები