• Ƀ/$

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა იანვარში 5.7%-ით გაიზარდა

13 თებერვალი 13:52 | ეკონომიკა

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $882 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია.

იანვარში ექსპორტი 10%-ით $263 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 3.9%-ით $619 მლნ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მთლიანი ბრუნვის 40.5% - $357 მლნ შეადგინა.


საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემებს საქსტატი 19 თებერვალს გამოაქვეყნებს.


მსგავს თემაზე:

როგორ იცვლებოდა ინფლაციის განაკვეთი 1996 წლიდან დღემდე



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი