• Ƀ/$

სირიის ომი: ვინ რომელ ტერიტორიას აკონტროლებს

13 თებერვალი 16:36 | ანალიტიკა

სირიის ომი 2011 წლის მარტიდან დაიწყო, რომელმაც დაახლოებით 465 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 1 მილიონზე მეტი, ხოლო დევნილად (ან ლტოლვილად) იქცა 12 მლნ. ადამიანი.

სირიის სამთავრობო არმიამ ბოლო თვეების მანძილზე მეამბოხეთა მიერ დაკავებული რამდენიმე ტერიტორია დაიკავეს, აგრეთვე ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიის დიდი ნაწილები.


Al Jazeera-ს მიერ შექმნილ გრაფიკულ რუკაზე კონკრეტულ ძალთა მიერ დაკავებული ტერიტორიებია ასახული:



მთავარი მოთამაშეები:


სირიის ხელისუფლება


 - რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით, ასადის მთავრობამ რამდენიმე ძირითად ქალაქზე დაამყარა კონტროლი. ესენია: დამასკო, ჰომსი, ჰამა, ალეპო, ლატაკია, ტარტუსი, პალმირა, ალბუ ქამალი.


თავისუფალი სირიის არმია (Free Syrian Army – FSA)


 - თურქეთის მიერ მხარდაჭერილი „თავისუფალი სირიის არმია“ შეიარაღებული ბრიგადების კონგლომერატს (ნაერთს) წარმოადგენს, რომელიც 2011 წელს სირიის სამთავრობო ჯარებიდან გამოყოფილი ჯარისკაცებისგან და სამოქალაქო პირებისგან შედგება და ასადის რეჟიმის ჩამოშლას ისახავს მიზნად;


 - ქალაქ ალეპოსთვის ბრძოლის შემდეგ, FSA-მ სირიის ჩრდილო-დასავლეთის ლიმიტირებულ ნაწილზე შეინარჩუნა კონტროლი;


 - უმთავრესი ტერიტორია, რომელსაც „თავისუფალი სირიის არმია“ აკონტროლებს, არის იდლიბის პროვინცია, სადაც ამჟამად განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაა.


ქურთული დანაყოფები


 - ქურთების კონტროლის ქვეშ არსებული მთავარი ქალაქებია: რაქა, ქამიშლი და ჰასაქა.


ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“


 - ქალაქ რაქასთვის ბრძოლის შემდეგ, ISIS-ის კონტროლირებად სივრცედ მხოლოდ ალბუ ქამალის მახლობლად არსებული ტერიტორია რჩება, რომელიც დასავლეთიდან სამთავრობო ძალებით, ხოლო აღმოსავლეთიდან ქურთული დანაყოფებით არის გარშემორტყმული.


სხვა დაჯგუფები


 - სირიის ტერიტორიაზე მებრძოლ სხვა ჯგუფებს წარმოადგენენ ჯაბჰათ ფატე ალ-შამი (Jabhat Fateh al-Sham, იგივე Al-Nusra Front), რომელიც სალაფიტური, ჯიჰადისტური დანაყოფია და ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას (ალ-ყაიდა) ნაწილად ითვლება. აგრეთვე პრო-ირანული, ლიბანის „ჰეზბოლა“ და ერაყის „ქათაიბ ჰეზბოლა“ და პრო-ამერიკული სირიის დემოკრატიული ძალები (Syrian Democratic Forces - SDF), რომელშიც ძირითადად ქურთთა სახალხო დაცვის დანაყოფები (YPG) დომინირებენ.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

თურქეთ-რუსეთის სამომავლო ურთიერთობები - იდლიბი, როგორც „გამყოფი წითელი ხაზი“


თურქულ-რუსული შეხვედრის მეორე რაუნდის პარალელურად თურქი სამხედროები დაიღუპნენ


ანკარა უკან არ დაიხევს - იდლიბის დეესკალაციის ზონაში ვითარება მწვავეა


სირიის პარლამენტი „სომეხთა გენოციდის“ აღიარებას უყრის კენჭს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი