• Ƀ/$

მაღალმთიან აჭარაში თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს 64 ერთეული ტექნიკა ახორციელებს

14 თებერვალი 11:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის საფარის თოვლისგან წმენდას განაგრძობს. 14 თებერვალს გაწმენდით სამუშაოებს აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში 64 ერთეული ტექნიკა განახორციელებს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში გზები 22, შუახევში 16, ქედაში 15, ხოლო ხელვაჩაურში 7 მიმართულებით გაიწმინდება.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები 13 თებერვალს მაღალმთიან აჭარაში  სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრებს შეხვდნენ და ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ასევე, გაეცნენ გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას.


ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.


მსგავს თემაზე:

მაღალმთიან აჭარაში ბუნებრივ გაზს დამატებით 4000-მდე აბონენტი მიიღებს


საქართველომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია მიიღო



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი