• Ƀ/$

აზერბაიჯანს ირანის საზღვარზე ხიდის აშენება სურს

14 თებერვალი 15:19 | ეკონომიკა

ირან-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარე წელს იგეგმება. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საგზაო სააგენტოს წარმომადგენელმა, ანარ ნაჯაფლიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხიდი მდინარე ასტარაჩაიზე აშენდება და ირანის ავტომაგისტრალს დაუკავშირდება.


„ამჟამად ირანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თეირანში ოფიციალური ვიზიტები განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო საგზაო სააგენტოს თავმჯდომარის სალეჰ მამედოვის მონაწილეობით და ხიდის მშენებლობის თაობაზე დისკუსიები გაიმართა. ახალი ხიდი „ალიათი-ასტარა-ირანის საზღვრის“ დამაკავშირებელი მაგისტრალი ნაწილი იქნება, რომელიც თავის მხრივ სატრანსპორტო კორიდორის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სეგმენტია“, - განაცხადა ნაჯაფლიმ.


საგზაო სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, როგორ რუსეთის საზღვარზე, მდინარე სამურზე აშენებული ახალი ხიდის პროექტი თანაბრად დააფინანსა მოსკოვმა და ბაქომ, ანალოგიური მექანიზმის გამოყენება იგეგმება თეირანთან მიმართებაშიც.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი