• Ƀ/$

ITcraft - წამყვანი IT კომპანია ქართულ ბაზარზე!

29 იანვარი 17:07 | Company news

კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამყაროში სულ უფრო იზრდება. რამდენიმე ათწლეულის წინ, როდესაც კომპიუტერები და ტელეფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს არ წარმოადგენდა, არც IT მომსახურების საჭიროება არსებობდა.

დღესდღეისობით ინფორმაციული ტექნოლოგიები (Informational Technologies – IT) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, პერსპექტიული და სრაფად განვითარებადი მიმართულებაა. IT საქმიანობის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული დარგი ქართულ ბაზარზეც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ კომპანიას ITcraft-ი წარმოადგენს. იმისათვის, რომ უკეთ გავერკვიოთ აიტი საქმიანობის სპეციფიკაში კომპანია ITcraft-ის დამფუძნებელს, გიორგი მიქაცაძეს გავესაუბრეთ.


თქვენ უკვე 8 წელი აღნიშნულ ბიზნესში ხართ ჩართული, საინტერესო იქნება თუ მოგვიყვებით როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა?


- ყველაფერი სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. მაშინ კომპიუტერული სერვისების კომპლექსური მომსახურებები არ არსებობდა, შეიძლება ითქვას, ეს ის პერიოდი იყო, როცა აიტი ბიზნესი საქართველოში ფეხის მოკიდებას იწყებდა. ჩემი საქმიანობა თავდაპირველად ვინდოუსის გადაყენებით დაიწყო, და საბოლოოდ, როგორც ხედავთ, მულტიფუნქციურ აიტი სერვისად ჩამოყალიბდა. ცნობილია, რომ ბიზნეს საქმიანობის პროცესში მრავალი სირთულე თუ დაბრკოლება იჩენს თავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ სპეციფიკურ დარგს ეხება, როგორიც აიტი სერვისია.


როგორ მოახერხეთ ბიზნესის შენარჩუნება და მისი განვითარება?


- მართალია ბიზნეს საქმიანობა ყოველთვის უკავშირდება სირთულეებს, თუმცა გამოცდილების, გამძლეობისა და არსებულ გარემოსთან ადაპტირების უნარიდან გამომდინარე ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია! უნდა აღვნიშნო, რომ გარდა აიტი საქმიანობის სპეციფიკის ცოდნისა, ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით განვითარებაც, მენჯმენტი/მართვა. მე გარკვეული პერიოდი სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდი რამდენიმე დიდ კომპანიაში მენეჯერულ პოზიციებზე, გარდა ამისა საბუღალტრო საქმიანობაშიც მომიწია საკუთარი თავის გამოცდა, დიდი წარმატებით გავართვი თავი ამ საქმიანობას, თუმცა დღეს მხოლოდ რჩევებით შემვიფარგლები. ვფიქრობ, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულმა გამოცდილებამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ბიზნესის წინსვლაზე. გარდა ამისა, აუცლებლად უნდა აღვნიშნო გუნდი, რომელთან ერთადაც დღეს ITcraft-ი არსებობს. თავდაპირველად ჩვენ სხვა ბრენდის ქვეშ ვსაქმიანობდით, თუმცა შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მოგვიწია შპს-ს იურიდიული სახელის გადაკეთება, და ახლია ბრენდის შექმნა, ასევე თავდაპირველი ბრენდისაგან გამოყოფა. გუნდი, რომელიც ბაზარზე მოღვაწეობს ITcraft-ის სახელით არის მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ასევე სერტიფიცირებული კადრები, გაგავაჩნია უახლესი აპარატურა, გვაქვს გაცვლითი პროგრამები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. ჩვენ ერთად ბევრი რამ ვისწავლეთ და დღესაც ასე გრძელდება. კომპანია ვერ განვითარდება თუ არ განვითარდა მისი გუნდის თითოეული წევრი. დღეს ჩვენით უკვე არა ერთი სხვადასხვა სატელევიზიო, საინფორმაციო და ინტერნეტ გადაცემა ინტერესდება. რამდენიმე კვირის წინ, Itcraft-ის გუნდი მიწვეული იყო Rusavi2-ის დილის გადაცემაში. სიუჟეტის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ კიბერდანაშაულებზე და მაყურებელს მასთან ბრძოლის, თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებები შევთავაზეთ.


თქვენი საქმიანობის საწყის პერიოდზე წარმოდგენა უკვე შეგვექმნა. თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაგვაცნოთ თქვენი მომსახურებები? კონკრეტულად რას სთავაზობს ITcraft-ი თავის კლიენტებსა და მომხმარებლებს?


- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ITcraft-ი, ვემსახურებით როგორც იურიდიულ პირებს, ასევე ფიზიკურ პირებს. კომპანიებთან მიმართებაში გვაქვს მომსახურები მრავალი განხრა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენი მომსახურება ესაჭიროება ყველა კომპანიას, სადაც ერთი კომპიუტერი მაინც ფუნქციონირებს. (თუ არ ფუნქციონირებს მაშინ მით უმეტეს :D) ITcraft-ის მომსახურებები მოიცავს როგორც გეგმიურ სამუშაოებსა და IT აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად მომსახურებებს. ჩვენს სფეროში შედის ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა:


• ოპერაციული სისტემის ინსტალაცია


• ყველა საჭირო პროგრამის ინსტალაცია


• კომპიტერის ვირუსებისგან გაწმენდა და ოპტიმიზაცია


• პროგრამული გაუმართაობის აღმოფხვრა


• კომპიუტერის დიაგნოსტიკა


• კომპიუტერის გაწმენდა მტვრისგან


• ქულერების დაზეთვა და თერმო პასტის შეცვლა


• ელექტრონული ფოსტის კონფიგურაცია (Outlook)


• უკაბელო ინტერნეტ მოწყობილობის კონფიგურაცია (WiFi)


• შიდა ქსელის გამართვა და პრობლემების მოგვარება


• პერიფერიული მოწყობილობების მიერთება (პრინტერი, სკანერი)


• ინტერნეტთან წვდომის კონტროლი და მართვა


• მონაცემთა აღდგენა - ინფრომაციის აღდგენა


• სიახლებიის დანერგვა, მონიტორინგი


• სერვერის გამართვა/კონფიგურაცია, მონიტორინგი


• ბექაფირება (საბუღალტრო/სააღრიცხვო პროგრამები)


• სერვერების გაქირავება/ასევე კოლოკაცია გარდა ამისა, გვაქვს გეგმიური მომსახურებები (აუთსორსინგი) :


• ტექნიკური და პროგრამული სრული შემოწმება


• შეუზღუდავი გამოძახებების რაოდენობა პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში


• შეუზღუდავი სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.


• Voip ტელეფონებიდა სხვა


ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, ჩვენს მომხმარებელებს ვთავაზობთ კუმპიუტერებთან, სმარტფონებთან და ზოგადად ტექნიკასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას.


კომპიუტერის შეკეთება, სმარტფონის შეკეთება, Iphone-ის შეკეთება, ვინდოუსის გადაყენება და სხვა.


გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთი მომსახურებებიც, როგორიცაა სახანძრო უსაფრთხოება, ვიდეოსამეთვალყურეო კამერები, დაშვების სისტემები და სხვა. უნდა ითქვას, რომ მომსახურების მაღალ ხარისხთან ერთად, გავაქვს კონკურენტული ფასებიც! IT აუთსორსინგის პირობებში კი კომპანიებს ყველაზე მოსახერხებელ პირობებს ვთავაზობთ, რისი საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ხარჯების მინიმალუზაცია და მაქსიმალური შედეგის მიღება. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ITcraft-ი მიდის იქით რომ მალე მოგვევლინება კორპორაციად. როგორც ჩანს, თქვენი მომსახურებები მართლაც მრავალფუნქციურია!


დაახლოებით რამდენ კლიენტთან გიწევთ ურთიერთობა?


- ამჟამად ITcraft-ი 100-ზე მეტ კომპანიას ემსახურება. გვყავს კომპანიები, რომლებთანაც წლების თანამშრომლობა გვაკავშირებს. მომავალში ვფიქრობთ კიდევ უფრო განვითარებას. გვინდა ჩვენი წარმომადგენლობა თბილისის გარდა, რეგიონებშიც მივავლინოთ. ვფიქრობ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება თქვენი ბიზნესის მოკლე მიმოხილვის გაცნობა და მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება თქვენთან თანამშრომლობით! ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისთვისაც მნიშველოვანია ხარისხი, ვინც აფასებს შრომას, და ვისთვისას სასიამოვნოა შედეგებზე ორიენტირებულ, პროფესიონალ გუნდთან ერთად საქმიანობა! ჩვენს შესახებ სიახლეებისა და საინტერესო ახალი ამბების გასაცნობათ დაგვიმეგობრდით Facbook-ისა და Instagram-ის გვერდებზე.


www.ITcraft.ge - თქვენი IT პარტნიორი!


სხვა სიახლეები