• Ƀ/$

რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი

მერძევეობა საქართველოში / Georgian Dairy
14 მარტი 09:00 14 მარტი 18:00

დეტალები

2018 წლის 14 მარტს, თბილისში ჩატარდება რძის სექტორის მეორე კავკასიური კონგრესი.

კონგრესზე განხილული იქნება მერძევე ფერმერებისთვის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, გაიმართება დისკუსიები სექტორის წარმომადგენლებს შორის. კონგრესის მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მიიღონ უახლესი ინფორმაცია სარძეო ფერმის მართვის საკითხებზე წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტებისგან, რომლებიც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოში.

აქცენტები გაკეთდება შემდეგ საკითხებზე:

საქართველოს მერძევეობის სექტორის 2017 წლის შეჯამება და მომავალი წლის პროგნოზი;
რძის მწირე ფერმებისთვის განვითარების გზები;
კოოპერაციის ეკონომიკური უპირატესობები;
რძის სექტორის საერთაშორისო ტექნოლოგიური პრაქტიკა; ადაპტირებული საქართველოში.

კონგრესი ორგანიზებულია გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით და ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე:
http://georgiandairy.org/ka/post/registration/1052

მომავალი ივენთები