თავით ვეშვებით ეტატიზმში - ნოდარ სირბილაძე ფასნამატებზე პრემიერს განცხადებას ეხმაურება

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ სირბილაძე

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ სირბილაძე სურსათის ფასნამატთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსახლეობას სურსათის თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია და უნდა დარეგულირდეს.

„კიდევ ერთი პოსტი ფასნამატებზე. როგორც ირკვევა:

წიწიბურა იყიდება 30%- 53%-იანი ფასნამატით. ანუ მაგალითად ერთი კგ თუ იყიდა თურქეთში ბიზნესმა 5 ლარად, მერე ამას ბაზარზე ყიდის 6 ლარი და 5 თეთრიდან 7 ლარისა და 65 თეთრის ფარგლებში.

მაკარონი იყიდება 40-55%-იანი ფასნამატით.

ანუ მაგალითად ერთი კგ მაკარონი ბიზნესმა თურქეთში თუ იყიდა 5 ლარად, მერე ის ბაზარზე ყიდის 7 ლარიდან 7 ლარისა და 17 თეთრის ფარგლებში.

ზეთი იყიდება 60-70%-იანი ფასნამატით. ანუ მაგალითად თუ ერთ ლიტრ ზეთს ბიზნესმენი ყიდულობს თურქეთში 10 ლარად, მერე იგი ამ ზეთს ბაზარზე ყიდის 16 ლარიდან 17 ლარის ფარგლებში. ესე იგი, უხეშად რომ ვთქვათ, ერთ ლიტრ ზეთში მოგება 6-7 ლარია, 1 კილო შაქარში 2 ლარი, ხოლო ერთ კილო წიწიბურაში 1-2 ლარი.

ოღონდ ეს მოგება ჯიბეში არ რჩება. ამ ფულით იხდის გადასახადებს, ლოჯისტიკურ ხარჯებს და ხელფასებს. ხოდა აი, ამის დარეგულირება უნდათ. თავით ვეშვებით ეტატიზმში,“- წერს ნოდარ სირბილაძე.