1790754613
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა – 0:0.ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ რამაზ სვანაძემ გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაიყვანა. ის შემადგენლობაში მკვეთრ ცვლილებებს მოერიდა და ამ ფორმაციის გუნდისთვის უფრო ლოგიკური 3-5-2 განლაგება აირჩია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები „ჯვაროსნების“ შეჩერებას ხისტი თამაშით ცდილობდნენ, საქართველოს ნაკრები უპირატესობას მაინც დაეუფლა და არაერთი მწვავე მომენტი შექმნა.მე-15 წუთზე ხვიჩამ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და კარს ბურთი სანტიმეტრებით ააცილა. ყველაზე დიდი საფრთხე 20 წუთზე შეიქმნა: ჩაკვეტაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ ტრუბინმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა და გუნდი გოლისგან იხსნა.მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, უფრო მეტს საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად შეცვალა – მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი გაიყვანა და თამაშში ჩართო კვერნაძე, დავითაშვილი და მექვაბიშვილი. გოლი არც ამის შემდეგ გასულა.0:0 – საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა.მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
1790657802
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის.სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ.
1790580780
UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა ილია თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ბრძოლისთვის მზად არის. „ჩვენი გუნდი მას მუდმივად ეკონტაქტება. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი დაგვიგეგმავს, თუმცა ილია ბრძოლისთვის მზად არის და, შესაბამისად, ჩვენც. გეიჯისა და პედი პიმბლეტთან დაპირისპირება კარგად ჟღერს და არცერთი ამ ვარიანტის გამორიცხვა არ მსურს. გეიჯისთან რემატჩი შესანიშნავი იქნებოდა, ისევე როგორც პადი პიმბლეტთან ბრძოლა“, – აღნიშნა უაითმა. ილია თოფურიამ ბოლოს მიმდინარე წლის 15 ივნისს თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან იბრძოლა და მსუბუქი წონის (70 კგ) საჩემპიონო ქამარი დათმო.1tv.ge
1789280940
კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. ქართველმა ვარსკვლავმა საპატიო პრიზი ლუიშ ფიგუსგან ჩაიბარა.ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში "პარი სენ-ჟერმენი" სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავის "სლოვანს" უპირისპირდება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, ის თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
1789020000
„ფრანს ფუტბოლმა“ 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, ვინც ოქტომბერში „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს – ნომინანტთა შორის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.გასულ სეზონში ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.„ოქროს ბურთის“ დაჯილოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი: ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), ჯუდ ბელინგემი („რეალი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“/„რეალი“), უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის დიასი („ბაიერნი“), ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“), გაბრიელ მაგალაეში („არსენალი), აშრაფ ჰაკიმი („პარი სენ-ჟერმენი“), ჰარი კეინი („ბაიერნი“), ლამინ იამალი („ბარსელონა), სადიო მანე („ალ ნასრი), მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), კილიან მბაპე („რეალი“), ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“), ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“), მაიკლ ოლისე („ბაიერნი), ჟოაო ნევეში („პარი სენ-ჟერმენი“), უილიამ პაჩო („პარი სენ-ჟერმენი“), ხულიან კინიონესი („ალ ქადსია“), დეკლან რაისი („არსენალი“), როდრი („მანჩესტერ სიტი“/„ბარსელონა“), დაიოტ უპამეკანო („ბაიერნი), ფერან ტორესი („პარი სენ-ჟერმენი“/„ბარსელონა“), ფაბიან რუისი („პარი სენ-ჟერმენი“), ვილიამ სალიბა („არსენალი), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“). 1tv.ge
1788938394
გამოცემა Footballweek-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური წერილი ქართულ ფეხბურთზე, სადაც საქართველოს ურუგვაის ადარებს.„საქართველო ევროპული კლუბებისთვის საფეხბურთო ტალანტების მსხვილი მიმწოდებელი ხდება. ევროპის ტოპ 5 ლიგებში 13 ქართველი ფეხბურთელია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დადასტურებული ტრანსფერების ჯამური ღირებულება 175 მილიონ ევროზე მეტია. ნებისმიერი პროფესიონალი სკაუტის და სპორტული დირექტორისთვის გასაგებია, რომ საქართველოში სისტემა მუშაობს, მაგრამ ტალანტების ექსპორტის მოდელი საფეხბურთო ბაზარმა ჯერ სრულად ვერ აღიქვა.ქართული კლუბები ფეხბურთელებს ევროპის საშუალო დონის ლიგებში უშვებენ, სადაც უკვე ტოპ ლიგებისთვის ემზადებიან. ეს განვითარების მოდელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე დამკვიდრდა. ტალანტების ექსპორტი მოსახლეობის რაოდენობასთან ასევე არაპროპორციულია ურუგვაიშიც, რომლის მოსახლეობა 3.5 მილიონია, რაც თითქმის უტოლდება საქართველოს მოსახლეობას.საუკუნეზე მეტია, ეს ქვეყანა მისაბაძი მაგალითია. საქართველო მსგავს სახელს ახლა იმკვიდრებს. ევროპული გუნდების მიმწოდებელი ორი აკადემიაა – „დინამო თბილისი“ და თბილისის „იბერია“. ორივე აკადემიაში „ბარსელონას“ გამოცდილებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია მუშაობს.გიორგი მიქაუტაძე ასახავს ბერკეტს, რომელიც საქართველომ გაააქტიურა, მაგრამ ეს იზოლირებული შემთხვევაა და არა პროგრამა. საქართველოს ჰყავს დიასპორა, რომელიც განაწილებულია მთელ ევროპაში – საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.ეროვნული ლიგა არის სათბური და არა დანიშნულების ადგილი. ეს ზუსტად იგივე სტრუქტურული პრობლემაა, რაც ურუგვაიში: „ნასიონალი“ და „პენიაროლი“ ზრდიან მოთამაშეებს, რომელთა შესანარჩუნებლად ევროპას ეკონომიკურად კონკურენციას ვერ უწევენ.საუკეთესოები 17-დან 19 წლამდე ასაკში ქვეყანას ტოვებენ. კლუბი აღზრდის ხარჯებს ფარავს, შემოსავლებს ევროპული ბაზარი ითვისებს, ხოლო ქვეყანა ამ ღირებულების ნაწილს ტრანსფერების საფასურითა და საერთაშორისო რეპუტაციის მეშვეობით იბრუნებს. ფეხბურთელთა ექსპორტი სისტემის პრობლემა არ არის, ეს მისი მოსალოდნელი შედეგია.ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო პერიფერიული ბაზრიდან ისეთ ბაზრად გადაიქცა, სადაც მსხვილი ევროპული კლუბები 17 წლის მოთამაშეებისთვის აქტიურად იბრძვიან. ამას პრაქტიკული შედეგები მოჰყვა: ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების საფასური გაიზარდა, ზოგჯერ 4-5 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ან ოთხჯერ მეტადაც“.წყარო: პირველი არხი
1788412031
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა. მეტისმეტად დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვა საქართველომ – 98:90.ურთიერთშეხვედრამდე როგორც პორტუგალიას, ისე საქართველოს ჯგუფში 4 მოგება ჰქონდათ. ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან. გამარჯვება ნებისმიერისთვის დიდი ნაბიჯი იქნებოდა მიზნისკენ, რადგან ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე მხოლოდ სამი საუკეთესო გადის.წინასწარი პროგნოზების მიხედვით, ფავორიტის სტატუსი საქართველოს ჰქონდა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან თუ პორტუგალიას ერთი NBA-ელი ჰყავს, ჩვენს გუნდში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი მოთამაშეა, გვყავს ევროლიგის საუკეთესო ფორვარდი და მაღალი დონის ამერიკელი გამთამაშებელი.ასეთი ხარისხის გუნდებთან მეტოქეები გამარჯვების გასაღებს დაცვაში ეძებენ. პორტუგალიაც ასე იყო. თავიდანვე გამოჩნდა მწვრთნელის მითითება – მაქსიმალურად შეეშელათ ხელი ქართველების ინდივიდუალური თუ კომბინაციური თამაშისთვის. მასპინძლები უმეტეს შემთხვევაში ქართველ ლიდერებზე ბურთის მიღებისთანავე ჯარიმდებოდნენ, პირველ ტაიმში საქართველოს უკვე 20 საჯარიმო ჰქონდა ნასროლი და 18 ჩაგდებული (საბოლოოდ 32-დან 27).„ბოსტონ სელტიკსის“ ცენტრი კეტა ფარქვეშ ბევრს იბრძოდა, ბურთსაც ხსნიდა, პასებსაც კარგად არიგებდა და აგდებდა კიდეც. იყო მომენტი, როცა პირველ ტაიმში პორტუგალია 22:11 დაწინაურდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა სტაბილური თამაშით სხვაობა ნელ-ნელა შეამცირა და პირველი ტაიმის ბოლო წამზე მამუკელაშვილის სამქულიანის შემდეგ პორტუგალია მხოლოდ ერთი ქულითღა იგებდა – 42:41.მეორე ტაიმში რატი ანდრონიკაშვილის ჩაჭრის, სამქულიანისა და მამუკელაშვილის 2+1 ქულის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა – 57:52. მეოთხე პერიოდის წინ საქართველო 70:66 დაწინაურდა.უნდა აღინიშნოს ალექსანდრე ჯიკიჩის სტრატეგიული ჩანაფიქრი. ისევე როგორც მონტენეგროსთან, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში აგრესია მეოთხე პერიოდში გაამძაფრა, შეტევაში კი ტემპს ძალიან უმატა, რისთვისაც პორტუგალიელები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და საქართველო მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 87:71 დაწინაურდა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.უნდა აღინიშნოს, რომ ეს რატი ანდრონიკაშვილისთვის ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში. მას 2022 წელს ესპანეთთან 17 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო პორტუგალიაში 20 ქულამდე ავიდა, რასაც 4 ჩაჭრა მიამატა. შეხვედრის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულაა.ამავე ჯგუფში ათენში საბერძნეთის ნაკრებმა დამატებით დროში დაამარცხა ესპანეთი – 108:106.სატურნირო მდგომარეობა თ მ წ სხ ქ 1. ესპანეთი 8 5 3 +91 13 2. საქართველო 8 5 3 +23 13 3. პორტუგალია 8 4 4 +34 12 4. უკრაინა 7 5 2 +51 12 5. საბერძნეთი 8 4 4 +21 12 6. მონტენეგრო 7 4 3 -50 11 I ჯგუფი 26 ნოემბერი, 2026მონტენეგრო-ესპანეთიპორტუგალია-უკრაინასაბერძნეთი-საქართველო29 ნოემბერი, 2026ესპანეთი-საბერძნეთიუკრაინა-მონტენეგროსაქართველო-პორტუგალია26 თებერვალი, 2027პორტუგალია-ესპანეთისაბერძნეთი-უკრაინამონტენეგრო-საქართველო1 მარტი, 2027ესპანეთი-მონტენეგროუკრაინა-პორტუგალიასაქართველო-საბერძნეთიპირველი არხი
1788245968
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა.დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის გურამ თუშიშვილი (+100) იჭიდავებს, მისი მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრი მაგომედომარ მაგომედომაროვი იქნება.გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალია – 28 აგვისტოს ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.1tv.ge
1788152963
„სევილიას“ ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ქოჩორაშვილს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.„კლუბის თანამშრომლებისა და თანაგუნდელების წყალობით ადაპტაციის პერიოდი ძალიან გამიადვილდა და თავს უკვე კარგად ვგრძნობ. ასეთი ატმოსფერო ხშირად ცვლის მატჩებსა და ჩემპიონატის ბედს. ბევრი ვისაუბრე ოდისეი ვლახოდიმოსთან (საბერძნეთის ნაკრების მეკარე). ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში მათ წინააღმდეგ ვითამაშე და ბევრი რამ გვაქვს საერთო. ის პორტუგალიაშიც თამაშობდა და დავმეგობრდით, რამაც ადაპტაცია ბევრად გამიადვილა.მწვრთნელს ვესაუბრე და სათამაშო სტილი ამიხსნა – ის მომთხოვნია, მაგრამ ეს ძალიან მსიამოვნებს. ბევრი უნდა ვიმუშაო, ძალიან „მშიერი“ და თავდაჯერებული ვარ.ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ ძალიან შევიცვალე. ბევრი ვიშრომე, ბევრჯერ დავეცი და წამოვდექი. გავაცნობიერე, რომ შენ უნდა იყო პირველი, ვინც თანაგუნდელს დაეხმარება.სტადიონზე შესვლისას ზოგჯერ გაქვს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს შენი სახლი არ არის. „სევილიას“ არენაზე კი მივხვდი, რომ ეს ის სტადიონია, სადაც უნდა დავრჩე. ვიგრძენი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.…ჩემი ერთ-ერთი ოცნება საქართველოს ნაკრებში მოხვედრა იყო. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, რომელშიც საქართველო აქამდე არასდროს მოხვედრილა. ეს განსაკუთრებული რამ არის, რადგან ძალიან გაკავშირებს ხალხთან. დაახლოებით 3 მილიონი ვართ და ყველა ქუჩაში ზეიმობდა.ქართულ ფეხბურთში ისეთი პერიოდია, როდესაც ბევრი მოთამაშე ჩრდილიდან გამოდის – ხუთი მათგანი უკვე ლა ლიგაშია, სხვები კი, მამარდაშვილის მსგავსად, პრემიერლიგაში. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, რომელსაც მთელი გულით ვიცავთ“.წყარო: პირველი არხი
1787734380
ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელის, ხესუს გალოს თქმით, ქართველი მებრძოლის დაბრუნების ყველაზე ადეკვატური თარიღი 2027 წლის გაზაფხული იქნება. „ილია თოფურიას გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, მას აღდგენის შესანიშნავი უნარი აქვს. ეს კარგი გენეტიკის დამსახურებაა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის დეკემბრისთვის მზად იქნება, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე ჭკვიანური იქნება, თუ ის მომავალი წლის გაზაფხულზე დაბრუნდება“, – ამბობს ხესუს გალო. 29 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლო ჩხუბი მიმდინარე წლის 15 ივნისს, თეთრ სახლში, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა.მიღებული დაზიანებების გამო კალიფორნიის შტატის შესაბამისმა კომისიამ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის 180-დღიანი შეზღუდვა დაუწესა. ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე დაბრუნებას, ექიმის შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ამ დროის გასვლის შემდეგ მოახერხებს.პირველი არხი
1787214514
მილიარდიანი იმპერიები მოედნის მიღმა თანამედროვე პროფესიულ სპორტში წარმატება მხოლოდ ტიტულებითა და თასებით აღარ იზომება. მსოფლიოს წამყვანი ათლეტებისთვის სპორტული კარიერა ხშირად მხოლოდ საწყისი ეტაპია მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერიების ასაშენებლად.Visual Capitalist-მა, Sportico-ს ინფლაციაზე კორექტირებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა.მაიკლ ჯორდანი - 4.5 მილიარდი აშშ დოლარი და "Air Jordan"-ის ფენომენისიის სათავეში კვლავ კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანია. 63 წლის ექს-სპორტსმენის ჯამურმა შემოსავალმა (ინფლაციის გათვალისწინებით) რეკორდულ 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.საინტერესოა, რომ ჯორდანის ქონების უდიდესი ნაწილი არა უშუალოდ NBA-ში თამაშისას მიღებულ ხელფასებს, არამედ მოედნის მიღმა განხორციელებულ ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.Nike-თან გაფორმებული გრძელვადიანი თანამშრომლობა სპორტული მარკეტინგის ისტორიაში ყველაზე სარფიან გარიგებად იქცა. მხოლოდ 2022 წელს Air Jordan-ის ბრენდის გაყიდვებმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც ჯორდანმა ჰონორარის (როიალტის) სახით 150 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.ფეხბურთელების ორგვარი სტრატეგია: საუდის არაბეთი vs ამერიკული MLSფეხბურთის ვარსკვლავებისთვის კარიერის მიწურულს ასობით მილიონის გამოსამუშავებლად ბოლო წლებში ორი ძირითადი ფინანსური მარშრუტი გამოიკვეთა:საუდის არაბეთის პრო-ლიგა - სპარსეთის ყურის მონარქიამ მილიარდობით დოლარი დახარჯა ვარსკვლავების მოსაზიდად. კრიშტიანუ რონალდუ (2.52 მლრდ აშშ დოლარი, მე-3 ადგილი) და ნეიმარი (1.24 მლრდ აშშ დოლარი, მე-14 ადგილი) სეზონში 200 მილიონ დოლარზე მეტს იღებენ საუდის არაბულ კლუბებში თამაშით.ამერიკული MLS (Major League Soccer) - მეორე გზა ჩრდილოეთ ამერიკის ლიგას უკავშირდება. ლიონელ მესი (1.99 მლრდ აშშ დოლარი, მე-5 ადგილი) და დევიდ ბექჰემი (1.68 მლრდ აშშ დოლარი, მე-8 ადგილი) სწორედ აშშ-ის ბაზარზე შევიდნენ. მესიმ საუდის არაბეთიდან მიღებულ მილიარდიან შეთავაზებას Inter Miami-ში გადასვლა და ლიგის კომერციულ შემოსავლებში წილის მიღება არჩია.გოლფისა და ჩოგბურთის მილიარდერებირეიტინგის პირველ ათეულში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გოლფი. მე-2 ადგილზეა ტაიგერ ვუდსი (2.88 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო საუკეთესო ათეულში ასევე შედიან არნოლდ პალმერი (1.85 მლრდ აშშ დოლარი) და ჯეკ ნიკლაუსი (1.83 მლრდ აშშ დოლარი).გოლფისტები კარიერის დასრულების შემდეგაც ინარჩუნებენ მრავალმილიონიან შემოსავლებს სარეკლამო კონტრაქტებისა და უფროსი ასაკის ტურნირების (Senior Tours) წყალობით.ჩოგბურთის წარმომადგენლებიდან TOP-25-ში ერთადერთი სპორტსმენია - როჯერ ფედერერი (1.67 მილიარდი აშშ დოლარი, მე-9 ადგილი), რომელმაც 2022 წელს დაასრულა კარიერა, თუმცა გლობალური ბრენდების ელჩად რჩება.უფრო კონკრეტულად კი, Visulal Capitalist-ის მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი ასე გამოიყურება:1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) - 4.50 მილიარდი;2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - 2.88 მილიარდი;3. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 2.52 მილიარდი;4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 2.03 მილიარდი;5. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 1.99 მილიარდი;6. არნოლდ პალმერი (გოლფი) - 1.85 მილიარდი;7. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) - 1.83 მილიარდი;8. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) - 1.68 მილიარდი;9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 1.67 მილიარდი;10. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) - 1.57 მილიარდი;11. ფილ მიკელსონი (გოლფი) - 1.53 მილიარდი;12. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) - 1.42 მილიარდი;13. შაკილ ონილი (კალათბურთი) - 1.32 მილიარდი;14. ნეიმარი (ფეხბურთი) - 1.24 მილიარდი;15. გრეგ ნორმანი (გოლფი) - 1.21 მილიარდი.
1786851540
საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ევროპალიგის პლეიოფიში პოლონურ „იაგელონიას“ შეხვდება.პოლონეთის გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიურ „რეინჯერსს“ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა შინ 2:1 მოიგო, გლაზგოში საპასუხო მატჩი კი 1:1 დასრულდა და პლეიოფის საგზური „იაგელონიას“ დარჩა.ევროპალიგის პლეიოფში „იბერიისა“ და „იაგელონიას“ პირველი მატჩი 20 აგვისტოს პოლონეთში გაიმართება, საპასუხო კი – 27 აგვისტოს თბილისში.პირველი არხი
1786698446



