რუსეთ-უკრაინის ომი
მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე, ომი უნდა დასრულდეს - ზელენსკი

რუსეთთან ომი უნდა დასრულდეს. იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.„ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ეს ომი ცხელი ფაზიდან, სულ მცირე, დიპლომატიურ ფაზაში გადავიტანოთ. ამ კონტექსტში, მე იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. პირადად მე მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა პრეზიდენტ (ერდოღანთან), ასევე მისი ურთიერთობა ტრამპთან და პუტინთან, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. დღეს დისკუსია კვლავ დაეთმო თურქეთში ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას. რა თქმა უნდა, თუ თურქეთი ამის ორგანიზებას შეძლებს, სიამოვნებით დავთანხმდებით ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, ამჟამად აშშ-ს აქვს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ტექნიკური ჯგუფების სამმხრივ შეხვედრას აბუ-დაბიში. “ეს პარალელური პროცესებია. ჩვენი ტექნიკური ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, თუმცა, ამავდროულად, ლიდერების შეხვედრასაც აუცილებელ პირობად მივიჩნევთ. საკითხები, რომელთა განხილვაც ტექნიკურ ჯგუფებს შეუძლიათ, ნათელია; თუმცა, ზოგიერთი მათგანის განხილვა ლიდერების დონეზე უნდა მოხდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.კითხვაზე : “რა არის დღეს თქვენთვის ის „წითელი ხაზი“, რომელზეც კომპრომისი გამორიცხულია, ხედავთ თუ არა მშვიდობის მიღწევის რეალურ ფორმულას იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მოითხოვს, უკრაინამ დატოვოს დონბასის ტერიტორია - კერძოდ, დონეცკი, რომლებიც ამჟამად კვლავ უკრაინის კონტროლქვეშაა” - ზელენსკიმ უპასუხა :“ტექნიკური ჯგუფების დღის წესრიგში ისეთი საკითხები იქნება, როგორიცაა ენერგეტიკული და საზღვაო ზავი, ასევე - ტყვეების გაცვლა. ისინი განიხილავენ, რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება და როგორ მოემზადონ ლიდერთა სამიტისთვის. ჩვენი გადმოსახედიდან, ლიდერთა სამიტის მთავარი საკითხი უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მისი მყარი მექანიზმის მეშვეობით მონიტორინგია. ეს მშვიდობისკენ გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა. უსაფრთხოების გარანტიებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ლიდერთა შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღდგენა იქნება. ამასთან ერთად, განიხილება ჩვენი ქვეყნების მომავალი, ხალხის ცხოვრების პირობები და, რა თქმა უნდა, ტერიტორიული საკითხი. ეს მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ აზრს, რომ ჩვენი აღმოსავლეთი ტერიტორიები - მათ შორის ყირიმი, რომელიც რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშაა - რუსეთს ეკუთვნის. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირსებას, საზოგადოების ნებასა და ჩვენს კონსტიტუციას. რუსეთს ეს სურს და სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით ცდილობს, ეს აზრი ჩვენამდე მოიტანოს. თუმცა, ეს არც ჯანსაღი და არც ლოგიკური მიდგომაა. ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არსებულ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვა”.კითხვაზე : “მზად ხართ, შეხვდეთ პუტინს თურქეთში და განიხილოთ ყველა ეს კრიტიკული და მგრძნობიარე საკითხი”, ზელენსკიმ უპასუხა : “დიახ, მზად ვართ. მზად ვართ ამ შეხვედრისთვის თურქეთში. თურქეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გასაგებია. პრეზიდენტ ერდოღანის პოზიციაც გასაგებია. თურქეთთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა გვაქვს. თურქეთს შეუძლია იყოს პრაქტიკული და რეალისტური შუამავალი. შეხვედრისას ის არცერთ მხარეს არ დაიჭერს. მას შეუძლია, სრულფასოვანი შუამავლის როლი შეასრულოს. და, რა თქმა უნდა, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.Ipn.ge

1793597511

მოდელები
ვინ არიან Victoria's Secret-ის ყველაზე მდიდარი ანგელოზები?

2026 წლის Victoria's Secret-ის მოდის ჩვენება ლოს-ანჯელესში 18 ოქტომბერს გაიმართა. მსოფლიოს წამყვანი მოდელები პოდიუმზე გამოვიდნენ და ბრენდის უჩვეულო კოსტიუმები წარადგინეს. საგულისხმოა, რომ წელსაც, პოპულარულ ლამაზმანებს შორის იყო ქართველი მატილდა გვარლიანიც, რომელიც შოუზე მესამედ გამოვიდა.წლევანდელი შოუ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული იყო ისტორიაში. Zarzarmodels-ის ინფორმაციით, ღონისძიება 12 მილიონი დოლარი დაჯდა. შოუს განსაკუთრებულობა იმანაც შემატა, რომ მოდელმა კა­ი­ლი ჯე­ნერ­მა ბრენ­დის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "Fantasy Bra“ წა­რად­გი­ნა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 50 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ჯენერის წლევანდელი ანაზღაურება შოუში მონაწილეობისთვის რეკორდული 5 მილიონი დოლარი იყო.მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ინდივიდუალურ ხელფასებს მალავს, The Sun წერს, რომ უკვე დამკვიდრებულ „ანგელოზებს“ მრავალმილიონიანი კონტრაქტები გაუფორმეს, ხოლო ახალმა მოდელებმა, დაახლოებით 100 000 დოლარი გამოიმუშავეს. სავარაუდოდ, ქართველი მოდელიც მათ რიცხვებშია.ბრენდთან ასოცირებულ ყველაზე ცნობილ სახეებს შორის არიან ჟიზელ ბიუნდხენი , ჰაიდი კლუმი და ტაირა ბენკსი , რომლებმაც მოდისა და გართობის სფეროში მუშაობით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Victoria's Secret-ის ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს: ჟიზელ ბუნდჰენი - 400 მლნ დოლარი ბრაზილიელი მოდელი, Victoria's Secret-ის ანგელოზი ცნობილია თავისი გამორჩეული დეკორატიულობით. ის ასობით ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. ასევე მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის The Devil Wears Prada-ში და მთელი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი სარეკლამო კონტრაქტები გააფორმა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს მოდელს. ჰაიდი კლუმი - 160 მლნ დოლარი გერმანელი მოდელი 2000-იანი წლების დასაწყისისთვის სუპერვარსკვლავი გახდა, რეკლამებსა და ჟურნალების გარეკანებზე გამოჩენით, სანამ Victoria's Secret-ის ანგელოზი არ გახდა, პირველი გერმანელი მოდელია, რომელმაც ეს შეძლო.ის ასევე წამყვანი და ჟიურის წევრი იყო ისეთი შოუებისა, როგორიცაა Germany's Next Top Model , Project Runway და America's Got Talent, ასევე მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა Sex & The City და ფილმებში, როგორიცაა The Devil Wears Prada და Ocean's 8. ადრიანა ლიმა - 95 მლნ დოლარი ბრაზილიელი მოდელი ცნობილი გახდა Victoria's Secret-ით, ასევე Maybelline-ისა და ტანსაცმლის ბრენდ Desigual-ით. ასევე ისეთი ბრენდების სახე გახდა, როგორიცაა Puma , Chopard და IWC.2017 წელს იგი Victoria's Secret-ის ყველაზე ღირებულ ანგელოზად დასახელდა. ტაირა ბენკსი - 90 მლნ დოლარი. 90-იანი წლების დასაწყისში მოდელის კარიერის დაწყებისა და Victoria's Secret-ის ანგელოზად გადაქცევის გარდა, ტაირა ტელევარსკვლავი გახდა, იყო America's Next Top Model-ისა და საკუთარი თოქ-შოუს, The Tyra Banks Show-ს, ასევე ისეთი შოუების, როგორიცაა America's Got Talent და Dancing With The Stars წამყვანი, გარდა ამისა, მან საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი დააარსა, წიგნები დაწერა და მუსიკაშიც ჩაერთო. ალესანდრა ამბროსიო - 80 მლნ დოლარი ბრაზილიელი მოდელი ცნობილი გახდა Victoria's Secret- თან და მათ PINK ხაზთან თანამშრომლობით, ასევე ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Dior, Armani და Ralph Lauren.

1793513580

ჩინეთი
ქვეყნები, რომლებსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვთ - Visual Capitalist-ის მიმოხილვა

პაკისტანში მდებარე ელექტროსადგურებიდან დაწყებული, აღმოსავლეთ აფრიკის რკინიგზით დამთავრებული - ჩინურმა სესხებმა განვითარებადი სამყაროს მასშტაბით უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას შეუწყო ხელი. თუმცა, ამ ინვესტიციებმა რიგი ქვეყნები სერიოზული ფინანსური ვალდებულებების წინაშე დააყენა, რამაც ვალის მდგრადობასა და ჩინეთზე ფინანსურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.Visual Capitalist მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ვალის სტატისტიკის (International Debt Statistics) მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს იმ ქვეყნების რეიტინგს, რომელთაც ჩინელი კრედიტორების წინაშე ყველაზე მაღალი საგარეო ვალი (გრძელვადიანი სახელმწიფო და სახელმწიფო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალი) ერიცხებათ.„ყველა ამინდის სტრატეგიული პარტნიორები“რეიტინგს სათავეში პაკისტანი უდგას, რომლის ვალი ჩინელი კრედიტორების მიმართ 22.38 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 8 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება მეორე ადგილზე მყოფ ანგოლას მაჩვენებელს. სამხრეთ აზიის ამ ქვეყანას პეკინთან ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური კავშირები აქვს. აქედან გამომდინარე, მხარეები თავიანთ ურთიერთობას „ყველა ამინდის სტრატეგიულ პარტნიორობას“ უწოდებენ. ჩინურმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო მსხვილ ინვესტიციებს პაკისტანის ენერგეტიკასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში.როგორც უკვე აღინიშნა, მეორე ადგილზეა ანგოლა 14.4 მილიარდი აშშ დოლარით. პეკინსა და ანგოლას შორის ფინანსური ურთიერთობები ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პერიოდში გაღრმავდა, რაც 2004 წელს 2-მილიარდიანი საკრედიტო ხაზით დაიწყო და ქვეყნის აღდგენის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა.10 ქვეყანა, რომელსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვსუფრო კონკრეტულად კი, Visual Capitalist-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი ჩინური ვალის მქონე 10 ქვეყანის ჩამონათალი ასეთია: პაკისტანი - 22.38 მლრდ აშშ დოლარი; ანგოლა - 14.40 მლრდ აშშ დოლარი; შრი-ლანკა - 8.69 მლრდ აშშ დოლარი; ეთიოპია - 7.44 მლრდ აშშ დოლარი; ბანგლადეში - 6.63 მლრდ აშშ დოლარი; ეგვიპტე - 5.91 მლრდ აშშ დოლარი; კენია - 5.37 მლრდ აშშ დოლარი; ზამბია - 5.33 მლრდ აშშ დოლარი; ნიგერია - 5.32 მლრდ აშშ დოლარი; ლაოსი - 5.31 მლრდ აშშ დოლარი. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, კენიის 5.37 მილიარდი დოლარის ვალი ნათელი მაგალითია იმისა, თუ საით მიემართება ეს დაფინანსება. ჩინურმა სესხებმა დაფარა მომბასა-ნაირობის რკინიგზის მშენებლობის ღირებულების დაახლოებით 90%, რომელმაც ქვეყნის დედაქალაქი მთავარ საზღვაო პორტთან დააკავშირა.აღსანიშნავია, რომ ეს პროექტები შემოსავალს თვითონ ჩინურ კომპანიებსაც უგენერირებს. ჩინურმა კონტრაქტორებმა ააშენეს როგორც კენიის, ისე ადის-აბება-ჯიბუტის რკინიგზა, სადაც ჩინური ფირმები აღჭურვილობის მიწოდებასა და ექსპლუატაციაშიც იყვნენ ჩართულნი. შესაბამისად, დაკრედიტება ხელს უწყობს საზღვარგარეთ ჩინურ საინჟინრო მომსახურებასა და ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდას.ეკონომიკური დერეფანი და გადავადებული ვალებიჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი (CPEC) აერთიანებს ელექტროსადგურებს, გადამცემ ხაზებსა და სატრანსპორტო პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირებასა და კავშირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.დასრულებულმა პროექტებმა პაკისტანის ენერგოსისტემას 8 900 მეგავატზე მეტი სიმძლავრე დაამატა, ხოლო 900 კილომეტრზე მეტი მაგისტრალი და ავტომაგისტრალი აშენდა.ამასთან, ფინანსური ურთიერთობა არსებული ვალების მართვაზეც ვრცელდება. ჩინეთმა პაკისტანს 2 მილიარდი აშშ დოლარის სესხის დაფარვის ვადა კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა, რამაც ისლამაბადს ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამაზე მუშაობისას სოლიდური გადასახადის გადავადების საშუალება მისცა.„ვალის ხაფანგის დიპლომატია?"როგორც Visual Capitalist-ი წერს, სოლიდურმა ვალებმა გააჩინა ეჭვები ზოგიერთი ქვეყნის მიერ ჩინელი კრედიტორების წინაშე ვალდებულებების შესრულების უნართან დაკავშირებით. მაგალითად, კონგოს რესპუბლიკას 2.97 მილიარდი დოლარი მართებს, რაც მისი წლიური მშპ-ის მეათედზე მეტია.პუბლიკაციის მიხედვით, ჩინეთის დაკრედიტების პრაქტიკამ ასევე გამოიწვია ბრალდებები „ვალის ხაფანგის დიპლომატიასთან“ დაკავშირებით - კონცეფცია გულისხმობს, რომ მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა სესხებმა შესაძლოა შექმნას ფინანსური დამოკიდებულება ან სტრატეგიული ბერკეტი. შრი-ლანკა, რომელსაც ჩინელი კრედიტორების წინაშე 8.69 მილიარდი დოლარის ვალი აქვს, ამ დებატებში ხშირად სახელდება ჰამბანტოტას პორტის პროექტის გამო. თუმცა, ჩინური სესხების ეს ინტერპრეტაცია სადავოა და მკვლევრები ყურადღებას მსესხებელი ქვეყნების ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებენ.

1793427240

პუტინი
მზად ვართ ევროპასთან ომისთვის, მაგრამ ომი არ გვსურს - გამარჯვებული არავინ იქნება - პუტინი

დასავლეთმა ვერ მიაღწია მიზანს, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი მიეყენებინა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.“ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოვემზადოთ. სწორია ეს თუ არა? პირველ რიგში, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ევროპასთან ომი არ გვსურს“, -აღნიშნა პუტინმა, მისი თქმით, თუ რუსეთსა და ევროპას შორის საქმე ომამდე მივა, გამარჯვებული არავინ იქნება.„მათ ამჟამად ვერ მიაღწიეს მიზანს, მოეყენებინათ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის მიღწევა 2030 წლისთვის შეძლონ, ხოლო თუ საქმე ძალიან შორს წავა, გამარჯვებული არავინ არ იქნება. ეს არავინ უნდა დაივიწყოს“, - აღნიშნა პუტინმა.მისი თქმით, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან საუბარი მათი ინიციატივით შედგა.„რაც შეეხება სატელეფონო საუბარს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, უფრო სწორად, ამ ქვეყნების ლიდერებთან - ფინეთთან და ნორვეგიასთან: საუბრის დასაწყისშივე მათ ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას, არ წარმოადგენდნენ და, როგორც იტყვიან, ეროვნული სტატუსით მიკავშირდებოდნენ“, - აღნიშნა პუტინმა.მისი თქმით, ევროპაში არიან ადამიანები, რომლებსაც, ზოგიერთისგან განსხვავებით, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება კი არ სურთ, არამედ კონსტრუქციული დიალოგის დამყარება.ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთს არ სურს, რომ ბალტიის ზღვაზე ისეთივე ვითარება შეიქმნას, როგორიც ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეშია. მისი განმარტებით, ბალტიის ზღვაში უსაფრთხოების საკითხი ფინეთის პრეზიდენტთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას წამოიჭრა და მათ გამოთქვეს იმედი, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილე საერთაშორისო საზღვაო სამართალს დაიცავს.„ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ მიდგომას. სხვაგვარად როგორ შეიძლება? სხვა შემთხვევაში, შეიქმნება ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების მსგავსი მდგომარეობა. ვის სურს, რომ ბალტიის ზღვაზე ისეთივე ვითარება შეიქმნას, როგორიც სპარსეთის ყურეში ან ჰორმუზის სრუტეშია? არ ვიცი. ჩვენ ეს არ გვსურს“, - აღნიშნა პუტინმა.მისი მტკიცებით, მოსკოვი მზად არის, უპასუხოს ბალტიის ზღვაში ნებისმიერ გამოწვევას, თუმცა იქ დაძაბულობის შექმნა არ სურს: „ჩვენ ეს არ გვსურს. თუმცა ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხებთ“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.Ipn.ge

1793341206

პუტინი
ევროპა რუსულ გაზზე უარის თქმით საკუთარ თავს დარტყმას თავად აყენებს - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის გაზის გლობალური ბაზრიდან გამორიცხვის ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება.მისი თქმით, რუსეთი გაზის გლობალური ბაზრის მთავარი მოთამაშეა, რომელსაც ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგი აქვს.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ გაზის მსოფლიო ინდუსტრია ამჟამად რყევებს განიცდის. თუმცა, გაზის ფასები შესაძლოა ისევე მკვეთრად დაეცეს, როგორც გაიზარდა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დღეს გაზის მსოფლიო ბაზარზე მთავარი პრობლემა მიწოდების შეფერხებას უკავშირდება.„დღეს მთავარი პრობლემა გაზის მიწოდების შეფერხებაა: მოკლე დროში ბაზარს მიწოდების მნიშვნელოვანი მოცულობები მოაკლდა, მაშინ როცა მოთხოვნა კვლავ არსებობს“, - აღნიშნა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსულ გაზზე უარის თქმით, ევროპა თავად აყენებს დარტყმას საკუთარ მრეწველობასა და სოციალურ სფეროს.„სწორედ ამას ვხედავთ ახლა ევროპაში, რომელიც რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმითა და გრძელვადიანი კონტრაქტების გაწყვეტით თავად აყენებს დარტყმას საკუთარ მრეწველობასა და სოციალურ სფეროს“, - აღნიშნა პუტინმა.www.interpressnews.ge

1793174848

ირლანდია
ირლანდიაში ბებია-ბაბუებს მოუწოდეს, შვილიშვილებს მათი თანხმობის გარეშე არ ჩაეხუტონ

ირლანდიაში, სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც ბებია-ბაბუებს მოუწოდებს, ჩახუტებამდე შვილიშვილებს ნებართვა სთხოვონ. New York Post-ის ცნობით, პროექტს ირლანდიის მთავრობა აფინანსებს.დუბლინში დაფუძნებულმა ცენტრმა We-Consent-მა გამოაქვეყნა სარეკლამო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ყველა ბავშვს არ სურს ჩახუტება, თუნდაც საყვარელი ადამიანებისგან. ვიდეოში წარმოდგენილია ორი სცენარი: ერთი, რომელშიც ბავშვი სიხარულით იღებს ჩახუტებას, ხოლო მეორე, როდესაც ბავშვი თავს არაკომფორტულად გრძნობს.დუბლინის საქალაქო საბჭოს წევრმა გევინ პეპერმა გააკრიტიკა გეგმა და აღნიშნა, რომ მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „დაკარგეს პროპორციის გრძნობა“. მან განაცხადა, რომ ბავშვებს უნდა ასწავლონ პირადი საზღვრების პატივისცემა და უკონტაქტობის მიღება, მაგრამ ახლო ოჯახის წევრების ჩახუტება არ უნდა იქცეს „საეჭვოდ“.კიდევ ერთმა მუნიციპალურმა მრჩეველმა, ლორეინ ჰოლმა კი პირიქით, კამპანიას დაუჭირა. მისი აზრით, კრიტიკოსებმა ვიდეო ზედმეტად სიტყვასიტყვით მიიღეს და არ გაითვალისწინეს სოციალური რეკლამის თავისებურებები, რომელიც ყურადღების მისაპყრობად ტექნიკას იყენებს.სოციალური მედიის მომხმარებლებმაც დაგმეს კამპანია და მას სიგიჟე და სასაცილო უწოდეს. „ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ურთიერთობა ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობაა. როგორ მოხდა, რომ ეს საერთოდ დამტკიცდა?“ - წერს ერთ-ერთი კომენტატორი. NYP-ის ცნობით, ვიდეო ამჟამად We-Consent-ის არცერთ პლატფორმაზე არ არის ხელმისაწვდომი.წყარო: snob.ru

1792822020

რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი
რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი ნიუ-იორკისკენ გაემგზავრა - Reuters

40 000 ტონა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი ნიუ-იორკისკენ გაემგზავრა. Reuters-ის ცნობით, გემი, რომელიც მალტის დროშით მცურავს, საწვავს აშშ-ში 7 ნოემბერს ჩაიტანს.ეს რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ხდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი თავდაპირველად 300 000 ტონა დიზელს გაიტანდა ექსპორტზე, რასაც ნოემბერში დამატებით 500 000 ტონა და შემდეგ კიდევ 1 მილიონი ტონა უნდა მოჰყოლოდა.შეთანხმება აშშ-ში საწვავის ფასების შემცირებას ისახავს მიზნად. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ქვეყანას წლის ბოლომდე დიზელის ექსპორტის თვეში 3–3,5 მილიონ ტონამდე გაზრდა შეეძლება.

1792750227

ვოლოდიმირ ზელენსკი
ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ, ამიტომ უნდა დასრულდეს ომი - ზელენსკი

ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ხალხს და დროს, აშშ-სგან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღდგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი.“რა თქმა უნდა, ამ ომს არ ვაგებთ. მაგრამ ვკარგავთ ხალხს, რუსეთის თავდასხმების გამო, და დროს. და ეს სამწუხაროა, ვინაიდან, ჩვენ შვილებს არ აქვთ ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ბავშვობა. ყველა ადამიანს არ აქვს. სწორედ ამიტომ გვინდა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება…ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები, ისინი ძლიერები არიან ბრძოლის ველზე. ეს საშუალებას მაძლევს ძლიერი ვიყო ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები დაეხმარებიან უკრაინას მშვიდობის მიღწევაში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღდგა.“მადლობელი ვართ, რომ დაზვერვა მუშაობს ახლა. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე ვსაუბრობ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვინაიდან შეგვიძლია გავიგოთ, როდის მოფრინავს ბალისტიკა. ასე რომ, მადლობელი ვართ ამერიკული მხარის. ახლა ის მუშაობს, ეს შესანიშნავია.როგორც ვთქვი, სახელმწიფო მდივანთან [რუბიოსთან] განვიხილეთ არა მხოლოდ დაზვერვა. ასევე განვიხილეთ Starlink და Patriot. ის დაგვიბრუნდება ამ საკითხზე და, ვფიქრობ, კარგი შედეგი გვექნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.www.interpressnews.ge

1792565715

ტრამპი
პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა,რომ პარიზი მალე “მუსლიმური ქალაქი” გახდება.აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ დიდ შეცდომას უშვებდა.„მთელი მსოფლიო შედიოდა. როგორც იცით, პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება. ჩვენ საზღვრები ჩავკეტეთ, მან კი - არა“, - აღნიშნა ტრამპმა.მანამდე მან სოციალურ ქსელში საფრანგეთის ხელისუფლებას საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. “საფრანგეთი იწვის! ჩაკეტეთ საზღვრები და აიღეთ გააკონტროლეთ სიტუაცია”, - დაწერა ტრამპმა.www.interpressnews.ge

1792492635

ვან გოგი
ვან გოგის, მონესა და სეზანის იშვიათი ნამუშევრები ნიუ-იორკში, Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება

სააუქციონო სახლმა Sotheby's-მა არგენტინელი კოლექციონერის, ნელი არიეტა დე ბლაკიეს კერძო კოლექციიდან იმპრესიონისტი და მოდერნისტი მხატვრების 12 ნახატი აუქციონზე გამოიტანა, – იტყობინება The Guardian.კოლექცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იყო და „თითქმის მითიურის“ რეპუტაციით სარგებლობდა, მოიცავს ვინსენტ ვან გოგის, პოლ სეზანის, კლოდ მონეს, პოლ გოგენის, კამილ პისაროს, ედგარ დეგას, პიერ-ოგიუსტ რენუარის, ალფრედ სისლეს, ანდრე დერენის, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის და მორის დე ვლამინკის ნამუშევრებს. ნამუშევრების საერთო ღირებულება, Sotheby's-ის მონაცემებით, 450 მილიონ დოლარს აჭარბებს.ყველაზე ძვირადღირებულ ლოტებს შორისაა ვინსენტ ვან გოგის ნახატი „აყვავებული წაბლის ხეები“ (1890), რომლის ღირებულება 180 მილიონ დოლარს შეადგენს, და სეზანის „არლეკინი“ (150 მილიონი დოლარი).

1792402380

პენსია
ქვეყნები, სადაც 2026 წელს ყველაზე მაღალი პენსიებია

2026 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი პენსია ლუქსემბურგშია, სადაც ყოველთვიური თანხა 3 850–4 200 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ წერს ონლაინგამოცემა Visas Update.2026 წელს ყველაზე მაღალი პენსიის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ლუქსემბურგი — 3 850–4 200 დოლარი; ისლანდია — 3 450–3 800 დოლარი; ნორვეგია — 3 200–3 600 დოლარი; დანია — 2 950–3 400 დოლარი; ნიდერლანდები — 2 800–3 250 დოლარი; შვეიცარია — 2 700–3 100 დოლარი; შვედეთი — 2 550–2 950 დოლარი; ფინეთი — 2 400–2 800 დოლარი; გერმანია — 2 300–2 700 დოლარი; ავსტრია — 2 250–2 650 დოლარი. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბოლო მონაცემებით, თურქეთში პენსია დაახლოებით 476 დოლარია, აზერბაიჯანში - 349 დოლარი, რუსეთში - 308 დოლარი, ხოლო სომხეთში - დაახლოებით 170 დოლარი.რაც შეეხება საქართველოს, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა: 70 წლამდე პირთათვის — 415 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის — 555 ლარამდე.

1792391400

ცემენტი
იტალიელმა მეცნიერებმა მიდიების ნიჟარებისგან ცემენტი შექმნეს

იტალიელმა მეცნიერებმა შექმნეს ეკოლოგიურად სუფთა ცემენტი, რომელიც მიდიების გადამუშავებული ნიჟარებისგან მზადდება. ყოველწლიურად, ევროკავშირის ნაგავსაყრელებზე ათასობით ტონა ასეთი ნიჟარა იგზავნება, მაგრამ ახლა ამ ნარჩენების მშენებლობაში გამოყენებას სთავაზობენ.სამხრეთ იტალიის საპორტო ქალაქ ბარიში ნიჟარები ახალი ტიპის ბიოცემენტად გადამუშავდება. ეს განვითარება ევროპული პროექტის GREENLIFE4SEAS ნაწილია, რომელიც მიდიების ფერმებიდან ნარჩენების ხელახლა გამოყენების გზებს იკვლევს. ხუთწლიანი პროექტი ევროკავშირის LIFE გარემოსდაცვითი პროგრამა დააფინანსა და მასში იტალიისა და საბერძნეთის მეცნიერები, კომპანიები და პორტის სამსახურები არიან ჩართულნი.ახალი მასალის მისაღებად, მიდიების ნიჟარებს ფხვნილად ფქვავენ და ჩვეულებრივი ცემენტის შემცვლელად იყენებენ, რომლის წარმოებას დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდება და თან ახლავს ნახშირორჟანგის მნიშვნელოვანი გამოყოფა. ნიჟარები პირდაპირ პორტებში გადამუშავდება, ამიტომ მათი ნაგავსაყრელებიდან გატანა არ იქნება საჭირო. მეცნიერების გათვლებით, ახალი ტექნოლოგია შეამცირებს ნარჩენების მოცულობას, ასევე ცემენტის, საწვავის და ბუნებრივი მინერალური ნედლეულის მოხმარებას.პირველმა ტესტებმა აჩვენა, რომ შედეგად მიღებული ნარევები სიმტკიცით არ ჩამოუვარდება ნიმუშებს, რომლებიც მხოლოდ ცემენტის გამოყენებით არის დამზადებული. მკვლევრებმა უკვე შექმნეს სანაპირო ზოლის დაცვისთვის განკუთვნილი მოსაპირკეთებელი ფილებისა და ბლოკების პირველი ნიმუშები და შემდეგი ნაბიჯი მათი რეალურ პირობებში ტესტირება იქნება. ამ მიზნით ბარის პორტში მობილური აღჭურვილობა დამონტაჟდება.მომავალში მათ სურთ ახალი მასალის გამოყენება ტალღმტეხებისა და გზების მშენებლობისთვის, ასევე მოსაპირკეთებელი ფილების წარმოებისთვის.წყარო: euro-pulse.ru

1792216140