1749113998
წყალი "მთის" - ლიმიტირებული დიზაინი "მთის" და Paris Saint-Germain-ს ერთობლივი ლოგოთი

ქართული მინერალური წყლის მწარმოებელი ბრენდი „წყალი მთის“ საფრანგეთის ტოპკლუბი Paris Saint-Germain-თან საერთო ლოგოთი მომხმარებელს ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს.
მიმდინარე კვირიდან ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია სპეციალური ეტიკეტით გაფორმებული ბოთლები, რომლებზეც ორივე ბრენდის ლოგოა გამოსახული. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მიზნად ისახავს მომხმარებელთან ემოციური კავშირისა და სპორტული თანამონაწილეობის გაძლიერებას.
„ჩვენი იდეა თავიდანვე არ იყო მხოლოდ მორიგი პროდუქტის გამოშვება. მიზანი იყო გამორჩეული, მაღალი ხარისხის და ბრენდული გამოცდილების შექმნა, რომელიც ახალ სტანდარტს დააყენებს – როგორც საქართველოში, ისე რეგიონში,“ – აცხადებენ „წყალი მთის“ წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებული სერია რაოდენობრივად შეზღუდულია, რაც პროდუქტის უნიკალურობას კიდევ უფრო აძლიერებს. კომპანიის თქმით, ახალი ეტიკეტი მომხმარებლისთვის პირველივე შეხედვით იდენტიფიცირებადია და ბრენდების ერთობლივ ხედვას საერთაშორისო ბაზრისკენ გამოკვეთილად უსვამს ხაზს.
„წყალი მთის“ ამ ინიციატივით მხარს უჭერს სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას და ქართული ბრენდების გლობალურ ინტეგრაციას. კომპანიის განცხადებით, ახალი სერია სამომხმარებლო ინტერესს, ბრენდის გრძელვადიან ხედვასთან ერთად, ინოვაციურ შეფუთვასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება.
„წყალი მთის“ და PSG-ს შორის პარტნიორობა 2024 წლის დასაწყისში გაფორმდა და ამ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო თანამშრომლობას წარმოადგენს ქართული FMCG სექტორისთვის.
bm.ge
1749104023
5 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი. კერძოდ, 5 ივნისს, ხუთშაბათს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით გაიზრდება ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც.ქალაქების მიხედვით, ამინდის პროგნოზი ასეთია: თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +15°. სოხუმი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +16°. გაგრა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +15°. ოჩამჩირე: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +15°. ბათუმი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°. ქობულეთი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°. ფოთი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +16°. ხულო: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +6°. ქუთაისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°. ჭიათურა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +14°. ამბროლაური: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +14°. ცაგერი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +13°. ონი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°. მესტია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +7°. გორი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +12°. ახალგორი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +11°. ჯავა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +10°. ცხინვალი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +11°. სტეფანწმინდა: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +8°. გუდაური: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +5°. თიანეთი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°. ახალციხე: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°. ბორჯომი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +10°. ბაკურიანი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +4°. თელავი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +15°. ყვარელი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°. საგარეჯო: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14°. სიღნაღი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +16°. დედოფლისწყარო: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +15°. ლაგოდეხი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +16°.
1749017655
4 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივნისს საქართველოში ამინდი ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან შემოსული ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით იქნება განპირობებული.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +4, +9°, დღისით +16, +21°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°.ქალაქების მიხედვით, ამინდის პროგნოზი ასეთია: სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°; ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°; ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°; ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°; ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°; ანაკლია: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°; ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°; ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°; გორი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +25°; ცხინვალი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°; თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა: +26°; მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +24°; რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°; ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°; ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°; ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°; სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +15°; თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.
1749017612
თბილისში მოსახლეობის ნაწილს დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათბილისში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს - 4 ივნისს, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) და დაბა ბეთანიას მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მნათობის, ბაგრატიონის, თამარაშენის, დავითაშვილის, ჯაბაურის, დოლაბაურის, თვალჭრელიძის, დიღომბარის, ნინო და კალისტრატე სალიების ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, კუპრაძის, ჯავახეთის, კოტეტიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რამაზის, ცხვედაძის, ტაბიძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1748951642
ბილ გეიტსი 200 მილიარდი დოლარის დიდ ნაწილს აფრიკას გადასცემს - რას გეგმავს მილიარდერი კონტინენტზეMicrosoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში თავისი ქონების უმეტეს ნაწილს აფრიკაში, ჯანდაცვისა და განათლების სერვისების გაუმჯობესებაზე დახარჯავს.69 წლის მილიარდერის თქმით, „ჯანმრთელობისა და განათლების გზით ადამიანური პოტენციალის გამოვლენა აფრიკის ყველა ქვეყნის კეთილდღეობის გზაა“.ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში გამოსვლისას მან ასევე მოუწოდა აფრიკაში ახალგაზრდა ინოვატორებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი (AI) კონტინენტზე ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.გასულ თვეში გეიტსმა განაცხადა, რომ 2045 წლისთვის, როდესაც მისი ფონდი დაიხურება, თავისი უზარმაზარი ქონების 99% უკვე აფრიკისთვის ექნება დახარჯული, რაც 200 მილიარდი დოლარის ოდენობა იქნება.„ცოტა ხნის წინ ავიღე ვალდებულება, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში მთელი ჩემი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება. მისი დიდი ნაწილი გამოყენებული იქნება აფრიკაში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის“, - განაცხადა მან აფრიკის კავშირის (AU) შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას.მოზამბიკის ყოფილი პირველი ლედი, გრასა მაჩელი, მიესალმა მის განცხადებას და თქვა, რომ ეს „კრიზისულ მომენტში“ მოხდა.„მოუთმენლად ველით ბატონი გეიტსის მიერ ტრანსფორმაციის გზის გაგრძელებას“, - თქვა მან.აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობამ აფრიკისთვის დახმარება შეამცირა. მათ შორის შემცირდა აივ/შიდსის მკურნალობის პროგრამები, საპასუხოდ კი გეიტსმა განაცხადა, რომ მისი ფონდი, რომელსაც აფრიკაში მუშაობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.ახალგაზრდა ინოვატორებისადმი მიმართვაში ტექნოლოგიურმა მილიარდერმა ასევე აღნიშნა, რომ მობილურმა ტელეფონებმა აფრიკაში საბანკო საქმეში რევოლუცია მოახდინა და თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი ახლა კონტინენტის სასარგებლოდ უნდა იქნას გამოყენებული.„აფრიკამ ტრადიციულ საბანკო სისტემას დიდწილად გვერდი აუარა და ახლა, ჯანდაცვის სისტემების ახალი თაობის შექმნისას, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაფიქრდეთ, თუ როგორ გამოიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს ამისთვის,“ - თქვა მან.გეიტსმა მაგალითად რუანდა მოიყვანა და თქვა, რომ ქვეყანა უკვე აუმჯობესებს მომსახურებას ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ულტრაბგერითი ტექნოლოგიების გამოყენებით.თავად ფონდის განცხადებით, გეიტსს სამი პრიორიტეტი აქვს: დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის პრევენციული დასრულება უზრუნველყოფა, რომ მომავალი თაობა დაცული იყოს სასიკვდილო ინფექციური დაავადებებისგან მილიონობით ადამიანის სიღარიბიდან გამოყვანა. „როდესაც მოვკვდები, ჩემზე ბევრ რამეს იტყვიან, მაგრამ მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ არ იტყვიან: “ის მდიდარი გარდაიცვალა“, - წერს მილიარდერი თავის ბლოგზე.Bloomberg-ის ცნობით, მაშინაც კი, თუ გეიტსი თავისი ქონების 99% გასცემს, მაინც შეიძლება დარჩეს მსოფლიოს მეხუთე უმდიდრეს ადამიანად.გეიტსმა Microsoft-ი პოლ ალენთან ერთად 1975 წელს დააარსა. კომპანია მალევე გახდა დომინანტი ძალა პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნოლოგიური ინდუსტრიების სფეროში.ბოლო ათწლეულების განმავლობაში გეიტსმა თანდათანობით უარი თქვა კომპანიის პასუხისმგებლობებზე, 2000 წელს გადადგა აღმასრულებელი დირექტორის, ხოლო 2014 წელს - თავმჯდომარის თანამდებობიდან.თუმცა, მისი ფონდის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ გეიტსი თავის საქველმოქმედო სტატუსს გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით იყენებს და ის გადაჭარბებულ გავლენას ახდენს გლობალურ ჯანდაცვის სისტემაზე.წყარო: bloomberg.com
1748936615
იტალიისა და საქართველოს მთავრობები მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ ხელმოწერის თაობაზე შეთანხმდნენრომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში - მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში.„შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმების შინაარსობრივი მხარე განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა.აღსანიშნავია, რომ იტალიურმა მხარემ თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი ზემოხსნებუოი შეთანხმების გაფორმების მიზნით.ამასთან, საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.