ბანანის ექსპორტი თითქმის 1300%-ით გაიზარდა - რა ფასად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

ბანანი

ბანანის ექსპორტი (რეექსპორტი) თითქმის, 1300%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის).

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს, საქართველომ 1 კგ ბანანი საშუალოდ, დაახლოებით, 87 ცენტად გაყიდა.

საქსტატის მონაცემებით, წელს ყველაზე მეტი ბანანი აზერბაიჯანში გავიდა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 32,4% მოდის. 

უფრო დეტალურად გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს 2 თვეში საქართველომ ბანანი გაიტანა:

🔵 აზერბაიჯანი - 528.9 ტონა (421.6 ათასი აშშ დოლარი);

🔵 ტაჯიკეთი - 476.01 ტონა (418.6 ათასი აშშ დოლარი);

🔵 თურქმენეთი - 383.4 ტონა (329.9 ათასი აშშ დოლარი);

🔵 უზბეკეთი - 116.4 ტონა (117 ათასი აშშ დოლარი);

🔵 სომხეთი - 85.7 ტონა (79.2 ათასი აშშ დოლარი);

🔵 რუსეთი - 42.1 ტონა (49.9 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, ზრდამ 85% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველომ 8,987 ტონა (7,623 მლნ აშშ დოლარის) ბანანი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4,863 ტონა (4,234 მლნ აშშ დოლარი).

მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ წელს საქართველომ 1 კგ ბანანი, საშუალოდ, დაახლოებით, 84 ცენტად გაყიდა.

ამასთან, წელს, ორ თვეში იმპორტირებული ბანანის 99,9% ეკვადორზე მოდის. აღნიშნული ქვეყნისგან საქართველომ 8,986 ტონა (7,621 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა.