Georgian Wings თბილისი-პრაღა-თბილისის რეისზე იწყებს ფრენებს

Georgian Wings

2024 წლის 4 მაისიდან - ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings, იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული მარშრუტის დანიშვნით Georgian Wings-ი აკავშირებს საჰაერო გზით 2 ისტორიულ დედაქალაქს ერთმანეთთან, თავისი ცნობილი და მდიდარი კულტურით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, გამორჩეული არქიტექტურითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით. 

Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.

„დაინიშნა პირდაპირი ფრენები ორ ისტორიულ დედაქალაქს შორის, Georgian Wings-ი თბილისი-პრაღათბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს, კვირაში 2 სიხშირით, 4 მაისიდან რეგულარულად შეასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, როგორც საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ორმხრივად ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით. ახალი მარშრუტი არა მხოლოდ აფართოებს საქმიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, არამედ ხსნის შესაძლებლობების ფართო არეალს, როგორც ქართველი, ასევე ჩეხი მოგზაურებისთვის, აღმოაჩინონ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, გაეცნონ და შეისწავლონ საუცხოო არქიტექტურისა და კულტურის მქონე, დედაქალაქები. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა პარტნიორს და დაინტერესებულ მხარეს მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად ველით მგზავრებს თბილისი-პრაღის ავიარეისზე“, - აცხადებს შალვა კიკნაძე ავიაკომპანიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.