იანვარ-თებერვალში საქართველოში თურქეთიდან 1 მლნ კილოზე მეტი ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო შემოვიდა

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 502 480 დოლარის ღირებულების 1166.49 ტონა ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის იმპორტი განხორციელდა. (1კგ - 1.15 ლარი) 

ამ ორ თვეში, ირანიდან 34 920 დოლარის ღირებულების 78.77 ტონა, ხოლო თურქეთიდან 476 570 დოლარის ღირებულების 1 087.71 ტონა ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო (ახალი ან გაცივებული ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი) შემოვიდა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე აღნიშნული პროდუქციის იმპორტი 54%-ით გაიზარდა.

იპორტირებული პროდუქცია ბოლო 5 წლის მონაცემებით, შემდეგნაირად გამოიყურება:

🔵 2019 - 309 840 დოლარის ღირებულების 1 860.85 ტონა

🔵 2020 - 272 950 დოლარის ღირებულების 2 057.28 ტონა

🔵 2021 - 290 540 დოლარის ღირებულების 2 702.83 ტონა

🔵 2022 - 233 590 დოლარის ღირებულების 2 149.77 ტონა

🔵 2023 - 325 400 დოლარის ღირებულების 2 865.82 ტონა.