იმპორტირებული მწვანილი თითქმის 4-ჯერ გაძვირდა - რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

მწვანილი

საქართველოს იმპორტირებული მწვანილი (სხვადასხვა დასახელების მწვანილების 80%) თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაუძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს, 2 თვეში საქართველომ 360.5 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც თითქმის, 2 ჯერ ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2022 წელს იანვარ-თებერვალში იმპორტირებული მწვანილის მოცულობამ 671.05 ტონა შეადგინა.

ამასთან, წელს 2 თვეში, საქართველომ 360.5 ტონა მწვანილში 264.3 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, შესაბამისად, 1 კგ პროდუქტი, საშუალოდ 73 ცენტი დაჯდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს 671.05 ტონა პროდუქტში 141.5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, ანუ 1 კგ-ში დაახლოებით21 ცენტი. შესაბამისად, წელს ფასი 248%-ით არის გაზრდილი.