კაკაოს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა - იზრდება შაქრისა და ყავის ფასებიც

კაკაო

კაკაოს ფასი ნიუ-იორკისა და ლონდონის ბაზრებზე რეკორდულ მაჩვენებელზეა. აღნიშნული გამოწვეულია დასავლეთ აფრიკაში მიღებული ცუდი მოსავლითა და მიწოდების დეფიციტით. როგორც „როიტერსი“ წერს, კაკაოსთან ერთად, კვლავ მაღალი რჩება ყავისა და შაქრის ფასი.

ნიუ-იორკის ბაზარზე, კაკაოს მაისის ფიუჩერსებმა ტონაზე 8,172 დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით ფასი 193%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 36%-ით არის გაზრდილი.

ლონდონის ბაზრებზე რობუსტას ყავის მაისის ფიუჩერსები ტონაზე 3 348 დოლარამდე გაიზარდა. რებუსტას ყავის უმსხვილესი მწარმოებელი ვიეტნამია, საიდანაც მიწოდება შეფერხებულია, ეს კი ხელს უშლის ფასის შემცირებას. 

რაც შეეხება შაქრის ფასს, ლონდონის ბაზარზე ნედლი შაქრის მაისის ფიუჩერსების ფასი 22.17 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო თეთრი შაქრის მაისის ფიუჩერსების ფასი 0.4%-ით გაიზარდა და ტონაზე 629 დოლარი შეადგინა.