მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ მომხმარებლებმა 3 თვეში 220 საჩივარი დაწერეს

მიკროსაფინანსოები

2024 წელის იანვარ-მარტში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 220 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად მარტში - 62.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული საჩივრებიდან 27 სალომბარდე სესხებზე მოდის, 16 სამომხმარებლო სესხებზე, 5 მომენტალურ განვადებაზე, 2 - ავტოსესხზე, ხოლო 2 - ავტოსესხებზე.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2024 წელის ორ თვეში შესული საჩივრებიდან 26 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, 23 - ადმინისტრაციულ მომსახურებაზე, 2 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 2- საპროცენტო შენატანებზე, 1- ტრანზაქციებზე, ხოლო 1 - ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული 62 საჩივრიდან - 27 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 27 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, ხოლო 8 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.