ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკა კვლავინდებურად ორნიშნულიანი მაჩვენებლით იზრდება.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა.  11 თვეში კი ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.7%-ია.

2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.